
ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები ნორვეგიაში გაემგზავრა. საქართველოს ერთ-ერთი ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, მონაწილეობას 6-12 ოქტომბერს მიიღებს. ჩვენი გუნდი, რომელიც მე-10 ჯგუფში ასპარეზობს, უელსი, კოსოვო და ნორვეგიის19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. ტრნირში, რომელსაც ნორვეგიში, ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი - ფრამპარკენი მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები 21 ფეხბურთელით გაემგზავრა.
სამი მნიშვნელოვანი თამაშისთვის ვასილ მაისურაძეს გამოძახებული ჰყავს:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).
სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებს, ტრავმის გამო, პორტუგალიური „პორტუს" სათადარიგო გუნდის მოთამაშე გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება. პირველ შეხვედრას კი, ჩვენები ხვალ, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 გამართავენ და უელსის გუნდს დაუპირისპირდებიან.
18:00 ითამაშებენ, ჩვენი 19-წლამდები 9 ოქტომბერსაც, როდესაც კოსოვოს დაუპირისპირდებიან. 12 ოქტომბერს კი, თბილისის დროით 17:00 საქართველოს ნაკრები, მასპინძელ, ნორვეგიას შეხვდება.
ტურნრის დებულების თანახმად, ელიტ-რაუნდის საგზურს, ჯგუფებში, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს. ევრო 2022, 19-წლამდეთა შორის, რომელიც რიგით 21 იქნება ზაფხულში, სლოვაკეთში ჩატარდება.





ჩვენ








