თავისუფლებმა მესამე მედალი მოიგეს
თავისუფლებმა მესამე მედალი მოიგეს
05.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი ჩელინჯი, რომელიც ამჯერად ქართველის სასარგებლოდ დასრულდა. ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, სწორედ, ბოლო წამებზე გადაწყდა ზურაბ იაკობიშვილის ბრინჯაოს მედლის ბედი.


70 კგ წონით კატეგორიაში, ზურაბ იაკობიშვილმა რეპეშაჟის ფინალში გავიდა და აზერბაიჯანელ ბაირამოვს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდა.  ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში, პირველი ქულა აზერბაიჯანელს სპორტსმენს მისცეს, თუმცა, ზურაბმა მალე გაუქვითა და დაწინაურდა კიდეც. თუმცა, ბოლო წამებზე, მსაჯებს, ზემოთხსენებული ჩელენჯის დახმარება დასჭირდათ, სადაც ბოლო ქულა ქართველის იყო და შესაბამისად, გამარჯვებაც 4-3 მას დაეწერა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს,  გუშინ ბრინჯაოს მედალი ნიკა კენჭაძემ (79კგ) მოიპოვა და 2021 წელს ევროპის პირველობზე ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ამავე სინჯის, თანაც მისთვის პირველი მედალი შემატა.  ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ ვერცხლის მედალი  ერგო, მძიმეწონოსან გენო პეტრიაშვილსაც. საერთო ჯამში კი, ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედლის მოგება შეძლეს.


ხვალ ნორვეგიაში, საქმეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები შეუდგებიან.