
თბილისის ზღვაზე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 2021 წლის 1 - 3 ოქტომბერს, ჩატარდა თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში. რბოლებში თბილისელ სპორტსმენებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილოეობას. ამასთან, შეჯიბრში მონაწილეთა მინიმალური ასაკი 8 წელს შეადგენდა. ხოლო, მაქსიმალური ასაკი კი განუსაზღვრელი იყო.
რბოლები სამ კლასში: „ოპტიმისტ"-ის საერთაშორისო, "ლაზერ"-ის ოლიმპიურ და „თოფქეთ"კ2-ის საერთაშორისო კლასებში გაიმართა. უამინდობის მიუხედავად ასპარეზობა ძალიან საინტერესოთ წარიმართა. განსაკუთრებული დაძაბულობით კი დამწყები აფროსნების კლასი „ოპტიმისტი" გამოირჩეოდა.

კლასი „ოპტიმისტი"
I. თემურ სვანიძე II. ანასტასია თათარიშვილი III. ალექსანდრე ქიტუაშვილი
კლასი „ლაზერი"
I. ნიკოლოზ თათარიშვილი II. გიორგი ქიტუაშვილი III. მარი წამალაშვილი
კლასი „თოფ-ქეტ" კ2
I. ივანე ხოფერია (მესაჭე) ჯოშუა რეხტშტაინერი (მებაგირე)II. გიორგი ახალკაცი (მესაჭე) აკა გელაშვილი (მებაგირე)III. იორის სარბორიუს (მესაჭე) დიუ ვან დიუკ (მებაგირე)





ჩვენ








