ერთი ჩასწორება და ერთიც ახლი
ერთი ჩასწორება და ერთიც ახლი
06.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მაჩაბელზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ბაღში, კიდევ ერთი ქართველი ოლიმპიელის ვარსკვლავი გაიხსნა. ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, ლაშა ბექაურის ამ შენობაში ნანატრი, რომ სურვილი ჰქონდა მისი სახელობის ვარსვკლავი, ქართული სპორტის სხვა ვარსკვლავთა რიცხვს მიმატებულიყო, ასრულდა. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტის ლაშა ბექაურის ვარსკვლავი კი, რომელიც  37-ე არის ამ კოლონაში, ნიშნნავს, რომ ბექაური გახდა 37-ე  ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო.


მისი სახელობის ვარსკვლავი კი, სიმბოლურად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ყრილობიდან ზუსტად 32 წლის შემდეგ გაიხსნა. აქვე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბექაურს ოქროს არშიის ტარების უფლება მისცა, რაც არც თუ ბევრი სპორტსმენის ხვედრია. ახლა, მთავარია, ლაშამ 2021 წლის მონაგარი დაიცვას.




დღეს კი, თბილისში მდებარე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში კიდევ ერთი, ამ მომენტისთვის "მთავარი" ლაშაც იყო. მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს, დღეს, უბრალოდ, კიდევ ერთი ტიტული დაუმატეს.


ღონისძიებას, სხვადასხვა წლებში, ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და გამოჩენილი ქართველი სპორტსმენების ნაწილი ესწრებოდა.


ფოტო: დავით ერაძის