
„ქართველები, მართლაც ამაყები არიან თავიანთი ძიუდოისტებით", - ასეთი კომენტარი გააკეთა დღეს, IJF-ის ინგლისურენოვანმა კომენტატორმა, ფინალური შეხვედრის დროს, ტრიბუნაზე მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრების გამოჩენისას.
დღეიდან, 6 ოქტომბრიდან 9 ოქტომბერის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ოლბიაში, ახალგაზრდებს შორის 2021 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობის პირველივე დღეს, საქართველოს ნაკრების ყურალაბში პირველი ოქრო მოთავსდა. -60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა, მეზობელი აზერბაიჯანის წარმომადგენელი, ტურან ბაირამოვი, მეორე ვაზარით შეხვედრის დასრულებამდე 1:15 წამით ადრე დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის სპორსტმენს, ერთი თვის წინ, 9 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატზე, სულ ცოტა დააკლდა და მხოლოდ, ვერცხლს დასჯერდა, თუმცა, მსოფლიოზე, კუთვნილი ოქრო აიღო.
საქართველოს ნაკრები, აღნიშნულ ასპარეზობაზე 13 სპორტსმენით, 8 წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი. ამ 13 მონაწილეს შორის, 4 გოგონაა, რომელთაგან ერთმა, -52კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონატის პირველ დღეს იასპარეზა და სამწუხაროდ, იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღეს, მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა. -60კგ წონით კატეგორიაში, მედლებისთვის ერთდროულად ორი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი იბრძოდნენ.
შაქრო შათირიშვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში, მან კანადელი ჯოელ დემარი დაამარცხა. შემდეგ, ალჟირელი აბდელატიფ ბოუბეტრას 15 წამში იპონით სძლია და 1/8 ფინალში გავიდა. აქ კი, იპონი არასრულ 1 წუთში უზბეკი კამოლიდინ ბახტიაროვი დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის დამთავრებამდე 37 წამით ადრე, მცირედმა კონცენტრაციის დაკარგვამ, ჩვენიანს რეპეშაჟიში გადასვლა აიძულა. თუმცა, აქაც, შათირიშვილმა ვერაფერი განაწყო და ფრანგ ვალადირ პიკარდთან, ბრინჯაოს მედლისთვის გადასასვლელ შეხევედრაში დამარცხდა.
გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა, გიორგი სარდალაშვილმაც, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო, ჩილელი ლუკას ფერნანდესი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ, იტალიელ სიმონე ავერსას შეხვდა და იპონით დაამარცხა. ქართველი ფალავანი 1/4 ფინალში ყაზახ შერზოდ დავლატოვს შეხვდა. გიორგის ე.წ გოლდენ სქოეი დასწირდა რათა, ამ დამატებითი დროის 1:19 წუთის გასვლის შემდეგ, 1/2 ფინალის საგზური მოეგო. ფინალამდე ბოლო შეხვედრაში კი, ებრაელი სპორტსმენი დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის საგზური მოიპოვა.
ხვალ, 7 ოქტომბერს, ვაჟები -73კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, სადაც ჩვენ, ამ ჯერზე წარმომადგენელი არ გვყავს, სამაგიოეროდ, გოგონათა შორის, -57კგ და -63კგ წონით კატეგორიაში ჩვენი სამი წარმომადგენელი, ნონო ლოლაძე, რეგინა უთნელიშვილი და ინდირა სილაგაძე მიიღებენ მონაწილეობას. წინასწარი შეხვედრები, თბილისის დროით, 12:00-დან, ფინალური ბლოკი კი, 18:00 საათიდან დაიწყება. ანალოგიური განრიგით არის დაგეგმილი ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორი საასპარეზო დღეც.
8 ოქტომბერი:
-81კგ გიორგი შერაზადიშვილი
-90კგ ლაშა მღებრიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
9 ოქტომბერი:
-100კგ ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი
ყოველდღიურად ასპარეზობების პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები - https://live.ijf.org -ზე შეგიძლიათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ / გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი
-81კგ / გიორგი შერაზადიშვილი
-90კგ / ლაშა მღებრიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100კგ / ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ / ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი
-52კგ / მარიამ ლაფაჩიშვილი
-57კგ / ნინო ლოლაძე, რეგინა უთნელიშვილი
-63კგ / ინდირა სილაგაძე
ფოტო: @Boris Teofanovic





ჩვენ








