მხოლოდ წურწუმია რეპეშაჟიში
მხოლოდ წურწუმია რეპეშაჟიში
07.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეიდან, 7 ოქტომბრიდან  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს ასპარეზობა. თბილისის დროით 12:30 საათიდან, ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ნუგზარ წურწუმია (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) ჭიდაობდნენ.


1/8 ფინალიდან გამოეთოშა ასპარეზობას ნუგზარ წურწუმია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელ ემინ ნარიმანოვიჩ სფერშაევტან 3-2 დამარცხდა და გამომდინარე იქიდან, რომ მისმა მეტოქემ, 1/4 ფინალი მოიგო, წურწუმია, ახლა, ხვალ, ყაზახი ხორლან ჟაკანშას დამარცხების შემთხვევაში, რეპეშაჟის ფინალში, მეზობელი სომხეთის წარმომადგენელს, ჰაკჰოიანს შეხვდება.


საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას შმაგი ბოლქვაძეც, რომელიც 4-3 აზერბაიჯანელ ულვი განიზადესთან დამარცხდა. თუმცა, მომდევნო, 1/4 ფინალში უკვე თავად განიზადეც დამარცხდა და შესაბამისად, ბოლქვაძემაც დაასრულა ასპარეზობა, ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.


ამალოგიურად წარიმართა დღე გელა ბოლქვაძისთვისაც. ჩვენიანმა, თავდაპირველად, ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაეისთან 6-1 წააგო. 1/4 ფინალში კი, უკვე თავად ირანელი დამარცხდა და შესაბამისად, გელამაც, რეპეშაჟიში გამოსვლის უფლება დაკარგა.


კვალიფიკაციაში დამარცხდა გერმანელ ვაგნერთან,  აივენგო რიკაძე 4-3 და ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.


წინასწარი ეტაპის შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში - 55, 72,77 და 82 კილოგრამები გაიმართება. ფინალისტები კი, აღნიშნულ წონებში 18:45 საათიდან გამოვლინდებიან.