
იტალიის ქალაქ ოლბიაში, ახალგაზრდებს შორის 2021 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღეს, ქართველი ვაჟები ისვენებდნენ. თუმცა, ტატამზე, ორ წონით კატეგორიაში, სამი ქართველი გოგონა ცდილობდა, ჯერ საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზობის გამოცდილების დაგროვებას და თუ, გამოვიდოდა, რომელიმე ყალიბის მედლის მოგებასაც. ფაქტია, რომ ვაჟებისგან განსხვავებით, ქართველი ძიუდოისტი გოგონები, საერთაშორისო ტურნირებზე უფრო აქტიურად ერთვებიან და ეს ადრე, თუ გვიან, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
პირველივე წრეში დამარცხდა ნინო ლოლაძე, -57კგ წონით კატეგორიაში რუს ნატალია იოლკინასთან, რომელმაც საბოლოოდ, ვერ მოიგო ბრინჯაოს მედალი. ამავე წონით კატეგორიაში, რეგინა უთნელიშვილმა პირველ შეხვედრაში, მასპინძელი, იტალიელი ფრანჩესკა კარა დაამარცხა, თუმცა, მომდევნო, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ყაზახ ადინა კოჩკონბაევასთან ბოლო წამებზე დამარცხდა.
მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა ინდირა სილაგაძემ. -63კგ წონით კატეგორიაში, მან პირველი შეხვედრა მოიგო, ინდოელი უნატი შარმასთან, თუმცა, 1/4 ფინალში გადასასვლელი ბრძოლა უნგრელ ოზბასთან დამარცხდა. საბოლოოდ, მისმა მეტოქემ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და წააგო.
ხვალ, 8 ოქტომბერს, საქმეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ნიკა ხარაზიშვილი ერთვება, მასთან ერთად კი გიორგი შერაზადიშვილი და ლაშა მღებრიშვილი იჭიდავებენ.





ჩვენ








