2022 წლის 19 და 20 თებერვალს ბაკურიანი ევროპის თასის ეტაპებს მასპინძლობს
2022 წლის 19 და 20 თებერვალს ბაკურიანი ევროპის თასის ეტაპებს მასპინძლობს
08.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბაკურიანში, 2022 წლის 19 და 20 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ევროპის თასის გათამაშების ეტაპები გაიმართება. ქართული კურორტი, 19 თებერვალს სნოუბორდის პარალელურ სლალომში, ხოლო 20 თებერვალს გიგანტურ სლალომში მონაწილეებს უმასპინძლებს.


2022 წელს, ევროპის თასების გათამაშების ეტაპების გარდა, საქართველოში კიდევ ორი მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ჩატარდება. 5 მარტს, ბაკურიანი ფრისკის, ხოლო 6 მარტს სნოუბორდის ეტაპს უმასპინძლებს. ორივე შეჯიბრზე სპორტსმენები სლოუფსთაილის  სახეობაში იასპარეზებენ.


ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის ბაკურიანში დაგეგმილ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე), მათ შორის პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშემოდგომო კომიტეტის სხდომის დროს განიხილეს.  შეხვედრაზე, რომელშიც, პარკის და ფაიფის (ფრისქი, სნოუბორდი და ჰალფ ფაიფი), ფრისტაილის (მოგული და არეალსი), სნოუბორდ კროსის, სკი კროსის და სამთო სნოუბორდის ქვეკომიტეტების წევრებმა, კვლავ ონლაინ ფორმატში ჩატარდა.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონზე ბაკურიანმა, სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ამასთანავე, ბაკურიანში, მსოფლიო თასის გათამაშების ფორმატში, პირველად ჩატარდა შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი სკი კროსში. ყველა ეს ტურნირი საწინდარია ფრისთაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის, რომელსაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი სათხილამირო კურორტი 2023 წელს მასპინძლობს. სწორედ, ამ ტურნირის სათანადოდ ჩატარებისთვის, ტურნირების მომსახურე პერსონალის კვალოფიკაციის ამაღლებისთვის, FIS-ის დახმარებით ბაკურიანი მთელ რიგ საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს.



საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტო