
იტალიაში, ქალაქ ოლბიაში, ახალგაზრდებს შორის 2021 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს მედლის მოგება მოახერხა. ამჯერად, საქართველოს ჰიმნი, გიორგი შერაზადიშვილმა ააჟღერა.
„ყველა ქართველი ძიუდოისტი ძლიერია, რადგან ბევრს ვმუშაობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ არასდროს ვართ მარტო ტატამზე, რადგან იქ მთელი გუნდია და მთელს ქვეყანაში, ყველა ძიუდოსტს ქომაგობენ. ამაზე მეტი მოტივაცია სხვა არ არის", - ამბობს გიორგი შერაზადიშვილი ფინალური ბრძოლის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ. თუმცა, ამ სიტყვებამდე, -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა, საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა.

20 წლის ქართველი ძიუდოისტი, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველად, მექსიკელი ხავიერ როსასი შეხვედრის დამთავრებმდე, 1:56 წუთით ადრე დაამარცხა იპონით. ეს არ იკმარა და მომდევნო შეხვედრაც მალევე, თითქმის წუთნახევარში, იპონიოთ მოუგო, ბოსნიელ მიუსტაფა ჰებიბის. 1/4 ფინალში, ცოტა გაუგრძელდ, თუმცა, ყაზახ აიან ბაიგაზისთან ვაზარით დაწინაურდა. ამის შემდეგ კი, მალევე მეორე ვაზარი აიღო და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც იპონით, უკრაინელ არტემ ბუბირს მოუგო.
აქ ცოტა თემას გადავუხვევთ და შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ლუქსემბურგში გამართულ ევფროპის ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, გიორგი ცოტა დააკლდა ოქრომდე. ის, რუსეთის წარმომადგენელი დანიილ დრანოვსთკისან დაამარცხა. ახლა კი, მართალია, დანილთან, რომელმაც ეს ტურნირი გამოტოვა არა, მაგრამ რუსეთის სხვა წარმომადგენელს შეხვდა და ნაწილობრივ, რევაშიც აიღო.

დღეს, კიდევ რომა ქართველმა ძიუდოისტმა სცადა ძალები. -90კგ წონით კატეგორიაში, ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი ჭიდაობდნენ. რომლემაც თითო-თითო ბრძოლა, საწყის ეტაპზე შთამბეჭდავად მოიგეს, თუმცა, მომდევნო ორთაბრძოლები დათმეს და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, იტალიური ოლბიას ტატამზე მძიმე წონებში 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
-100კგ / ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ / ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით, 12:00-დან დაიწყება და მათი ხილვა ძიუდოს საერთაშორისო გვერდით შეგეძლებათ, პირდაპირ რეჟიმში.
ფოტოები: (c) Mayorova Marina / (c) Sabau Gabriela





ჩვენ








