
დღევანდელი დღე, წარმატებული გამოდგა, 55კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიასთვის. ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა კლასიკოსმა, გუშინ დაწყებული ასპარეზობა დღეს, რეპეშაჟიდან გააგრძელა და ყაზახი მოჭიდავის ზაკანშას (ეს მოწინააღმდეგე, მას 2019 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ჰყავს დამარცებული) დამარცხების შემდეგ, ანგარიშით 9-0, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლოს უფლება მოიპოვა.
ე.წ. რეპეშაჟის ფინალში კი, ნუგზარ წურწუმიამ სომეხი ნორაირ ახოიანი 2 წუთში, 9-0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წურწუმიამ, ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოახერხა მედლის მოპოვება.

წურწუმიას გარდა, 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების წევრთაგან მსოფლიო ჩემოიონატზე ასპარეზობა ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) დაიწყეს.
სამწუხაროდ, ირაკლი ძიმისტარიშვილი და გიორგი მელია ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ. თუმცა, ხვალ, ორივე, დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ ბროლას ბრინჯაოსთვის.
იაკობ ქაჯაიამ კი, დილის წარმატებული სესიის შემდეგ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკი 5-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა. შემეგ კი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის გუნდის წევრ ზურაბ გედეხაურს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, შეხვედრა 2-1 დათმო. ახლა ქართველი, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს და მოწინააღმდეგედ, ლიეტუველი მანტას კნისტაუტასისა და თუქრი ოსმან ილდირიმის წვილში გამარჯვებულს დაელოდება.

ხვალვე, 9 ოქტომბერს, ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კიდევ 3 ქართველი სპორტსმენი აიღებს სტარტს:
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - რამაზ ზოიძე
87 კგ - ლაშა გობაძე
წინასწარი ეტაპის და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები - 19:00 საათზე.
სატურნირო ბადეები და პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟი:
https://uww.org/event/world-championships-55?tab=results





ჩვენ








