ბოლო მომენტში მე-12 მოთამაშე გამოგვაკლდა
ბოლო მომენტში მე-12 მოთამაშე გამოგვაკლდა
09.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების თამაში გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება შესახებ ნათქვამია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ბათუმში, გუშინ, 8 ოქტომბერს, 26 მაისის სახელობის ქუჩაძე დატრიალებული ტრაგედია გახდა, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ.


„საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები", - აღნიშნულია განცხადებაში.


ბათუმი არენაზე, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე გულშემატკივრის გარეშე ჩატარების თაობაზე, ოფიციალურად განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.


„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ქალაქ ბათუმს და სრულიად საქართველოს.


9 ოქტომბერს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის საქართველო - საბერძნეთის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ჩვენი მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.


ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ფეხბურთელები კი შავი სამკლაურით იასპარეზებენ.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე გაიმართება.


გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.


კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თითოეული გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს!", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.


ბათუმი არენაზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა დღეს, 20:00 დაიწყება.