საქართველო-საბერძნეთის თამაშზე მიმავალი გულშემატკივარი სახლებში ბრუნდება
საქართველო-საბერძნეთის თამაშზე მიმავალი გულშემატკივარი სახლებში ბრუნდება
09.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე, გულშემატკივრის დაშვება აიკრძალა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, „ბათუმი არენისკენ" მიმავალი ასობით გულშემატკივარი, იძულებული გახდა შუა გზიდან სახლებში დაბრუნებულიყო.

გზაში, ამბავდაწეულთა შორის იყვნენ თბილისიდან წასული 100-ზე მეტი ქომაგი - ეროვნული ნაკრების ქომაგთა კლუბიდან, რომლებსაც ადგილზე, აჭარელი ორი ასეული გულშემატკივარი, საქართველოს სხვადასხვ ქალაქიდან კი, რამდენიმე ათეული ქომაგი, საერთო ჯამში 450 კაცამდე უნდა შეერთებოდა. თბილისიდან მიმავალ ქომაგთა ავტობუსი, უკან ზესტაფონიდან გამობრუნდა.


შეგახსნეებთ, რომ სტადიონზე მაყურებლის არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს, შუადღეს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.


ბოლო მომენტში მე-12 მოთამაშე გამოგვაკლდა


გემახსოვრებათ, სექტემბრის სანაკრებო ფანჯრამდე, რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო თამაშს, ბათუმში, გართულებული კოვიდ ვითარების გამო,  არ დაესწრებოდა გულშემატკივარი. ამ ჯერზე, მხოლოდ სანაკრებო თამაშსთვის, 5 ოქტომბერს, სტადიონზე, მე-12 მოთამაშის, 33%-ის რაოდენობით დაშვება გადაწყდა, თუმცა, დღეს, ეს გადაწყვეტილება, კვლავ შეიცვალა.