
ილია სულამანიძე, მსოფლიოს ახალი ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. ქართველმა ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯბოვი ვაზარით, მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მიმდინარე ტურნირზე ქართული გუნდის, მესამე ოქრო იყო.
კიდევ ერთი ოქროს მედალი, ამ ბრძოლიდან დაახლოებით ნახევარ საათში, საბა ინანეიშვილმა მოიგო და ისიც, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის.
იტალიაში, დღეს დასრულდა მსოფლიოს 2021 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. ასპარეზობის ბოლო დღეს, ქართული გუნდი, ორ წონით კატეგორიაში 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. აქედან, ერთ-ერთ წონაში, კერძოდ -100კგ წონით კატეგორიაში, ქართველები ილია სულამანიძე და მიხეილ ჯაფარიძე, ერთმანეთს 1/2 ფინალში გადასასვლელად გადაეყარნენ ერთმანეთს.
ამ დაპირისპირებამდე, ილია სულამანიძისგან განსხვავებით, მიხეილ ჯაფარიძემ ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ჯერ ბერძენი, შემდეგ კი, კორეელი ძიუდოისტები ოპინით დაამარცხა და 1/4 ფინალში თანაგუნდელს გადაეყარა. ქართულ დუელში, ჯაფარიძემ პირველი ვაზარი 21-ე წამზე გაუშვა, შეხვედრა კი იპონით, დროის ამოწურვამდე, 58 წამით ადრე წააგო. როგორც ჩანს, ჯაფარიძეს, წყენა, რეპეშაჟის დროსაც გაჰყვა და ქართველმა ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალ გზაზე, უზბეკ ტურობოევთან ზედიზედ მიღებული 3 შიდოს გამო წააგო.
რაც შეეხება სულამანიძეს, ის ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ქართული წარმოშობის გერმანელი, გიორგი უძილაური, შეხვედრის დაწყებიდან 1:20 წუთში, იპონით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში სწორედ, ზემოთხსენებუი დუელი გამართა ჯაფარიძესთან და 1/2 ფინალში, რუსეთის წარმომადგენელს, მატვეი კანიკოვსკის დამატებით დროში, სამი შიდო აკიდა და ფინალში გავიდა.

+100კგ წონით კატეგორიაში, პირველი წრიდან რეპეშაჟის ფინალამდე, სრულად განვლო გზა ირაკლი დემეტრაშვილმა. ქართველმა, საწყისი ბრძოლა უკრაინელ სპორტსმენთან, შემდეგ კი, გვინეელთან იპონით მოიგო და 1/4 ფინალში, უნგრელ უნგრელ რიჩარდ სიპოჟთან, ერთი თვის თავზე (ეს სპორტსმენები ერთმანეთს ევროპის ახალგაზრუდლ ჩემპიონატზეც დაუპირისპირდნენ), კვლავ დამარცხდა. თუმცა, ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება, როგორც ჩანს კარგად გააანალიზა და ამჯერად, რეპეშაჟიში სრული მობილიზება და ბრაზილიელი მეტოქის, იპონით დამარცხება მოახერხა. შესაბამისად, დემეტრაშვილმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა და 1/2 ფინალში, ინანეიშვილის დამარცხებული უზბეკ მამარასულოვს მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
1/4 ფინალში, თანაგუნდელის დამარცხებისთვის და ერთი თვით ადრე, ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში განცდილი მარცხისთვის, „შურისსაძიებლად", კარგი შანსი მიეცა, საბა ინანეიშვილს, რომელიც ფინალში, სწორედ უნგრელს დაუპირისპირდა. ფინალამდე კი, ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაწიყო და უკრაინელ სერგი კოვბასიუკს, 50 წამში, იპონით მოუგო. 1/4 ფინალში დაამარცხა ბელგიელი ნდაო, 1/2 ფინალში კი, უზბეკი მამარასულოვი, შევხედრის მიწურულს იპონით დაამარცხა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა იტალიაში დასრულებული მსოფლიოს 2021 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საერთო ჯამში, 4 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.





ჩვენ








