
ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტულით ჭიდაობაში, 130კგ წინით გატეგორიაში, ბრინჯაოს მედალისთვის ბძოლაში, იაკობ ქაჯაიამ, თურქი ოსმან ილდირიმი 2-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღესვე, ოსლოში კიდევ სამმა ქართველმა კლასიკური სტილით მოჭიდავემ დაიწყო გზა მედლებისთვის.
63 კგ წონით კატეგორიასი მოასპარეზე ლერი აბულაძე ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ხვალ მისი მეტოქე, ირანელი მეისამ კარამალი იქნება. ფინალამდე, ქართველმა ფალავანმა სამი ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. თავდაპირველად, ყაზახი სულტან ასეტულუ 5-4 დაამარცხა. შემდეგ, 1/4 ფინალში, იაპონელ კენსუკე შიმიზუს იმავე ანგარიშით სძლია. 1/2 ფინალში, კი უნგრელი ერიკ როტბა დაამარცხა 7-1.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს 67კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე, რომელიც ხვალ, იაპონელი ცუჩიკა შიმოიამადასა და აზერბაიჯანელი ჰასრათ ჯაფაროვის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მიმდინარე ჩემპიონატზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ჯერ იტალიუუს სახელით მოასპარეზე ზაურ კალოევი 11-2 დაამარცხა, შემდეგ კი, სერბ სებასტიან ნადს 8-1 სძლია. ამის შემდეგ, გზად, ირანელ მუჰამედრეზა აბდოლჰამიდ გერაისთან 7-6 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას 87კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე. ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან დამაჯერებელი გამარჯვების (11-0) შემდეგ, სერბეთის სახელით მოასპარეზე ყოფილ თანაგუნდელთან ზურაბ დათუნაშვილთან 2-1 წააგო და რეპეშაჟიში გადაერთო, სადაც რუსეთის წარმომაგდენელი ალირიზაევის შეხცდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ბრინჯაოს მედლისთვის, დანიის სახელით მოასპარეზე ტურფან ბისულტანოვს შეხვდება.
ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.








ჩვენ








