
დღეს „ჯიგარი" არ დაუკლიათ, ყოველ შემთხვევაში, ამის საბაბს, ის გარემოება მაძლევს, რომ ფეხბურთელების უმეტესობას წლებია ვიცნობ და მათი განწყობაც ჰიმნზე დგომის დროს ბევრს მეუბნება ხოლმე. უბრალოდ დღეს, იყო დიდი სტრესი, რომლის ფონზეც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, საბერძნეთის წინააღმდეგ თამაში მოუწია. შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე, გუნდის წარმომადგენელს ვესაუბრე და ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, რომელიც სტადიონიდან სულ რამდენიმე ქუჩის იქით მოხდა, გუნდის განწყობით დავვინტერესდი. განწყობა, საკმაოდ მძიმე, თუმცა, საბრძოლო იყო.
ალბათ, ასეთ მომენტში, შვება, ტრიბუნაზე მე-12 მოთამაშე იქნებოდა. თუმცა, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშისას, მაშინაც და ახლაც, ფსიქოლოგიურად მძიმე მომენტში, „გამხსნელი", მე-12 მოთამაშე გუნდს დააკლდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, რიგ მომენტებში დაშვებული შეცდომები, ამ მდგომარეობით არ უნდა გავამართლოთ, რადგან ამ შემთხვევაში სისტემურ ხასიათს მიიღებს. ფაქტია, რომ ნაკრებმა, იმ დროში, რაც ადაპტაციისთვის დახარჯა, საკუთარ კარში გოლი გაშუვა, თუმცა, აქ, VAR -ი ჩაერთო და გადავრჩით. შეხვედრის ამ მონაკვეთში, გადვრჩით კიდევ ერთ მომენტში, როდესაც, ზედ კარის ხაზზე, გამოცდილმა ლორიამ ბურთი გააქვავა. ის, რომ გუნდი თამაშს ცდილობდა, ბერძნების კართან შექმნილი რამდენიმე საინტერესო მომენტი იყო. მაგალითად, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-ძელი, კაკაბაძის შორიდან, საკმაოდ სახიფათოდ დარტყმული, ლობჟანიძის რამდენიმე გამწვავებული მომენტი, ხოჭოლავას თავგანწირვა, კანკავას სტაბილური თამაში. ამით, იმ გარემოებაზე მინდა ხაზის გასმა, რომ იმ მოცემულობაში რაც ბათუმი არენაზე, მსოფლიოს საკვალიფიკაციოს თამაშობდა, მაქსიმუმი გაკეთდა. ბერძნები, როგორც მატჩისიწნა პრესკონფერენციაზე დაგვპირდნენ „ჭკუით" თამაშობდნენ, არ ერიდებოდნენ უხეშობას, პროვოკაციებს და ეს ყველაფერი კარგად გამოდიოდათ. ალბათ, ისევე როგორც ბურთის ფლობა მთელ რიგ მომენტებში. თითქმის იგივე აღნიშნა სანიოლიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
„ოქრიაშვილი თამაშში, კარგად ჩაერთო. საბა ლობჟანიძე ძალიან მონდომებული იყო. მაგალითად, დაცვაში უფრო ორგანიზებულად ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრებში. კვეკვესკირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს ვარჯიშებზე ნანახით მივიღეგიორგი აბურჯანიას, იმაზე მეტად არ ვენდობი, ვიდრე სხვებს. მართალია, კლუბში არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ მან მარტიდან მოყოლებული, ნაკრებში საკმაოდ სტაბილურად ითამაშა და ვფიქრობ, დაიმსხურა ნდობა. თუმცა, ახლო მომავალში კლუბში სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღოს. იგივე ეხება გურამ გიორბელიძეს, სხვა შემთხვევაში მათ მაღალ დონეზე თამაში და მათი ნაკრებში გამოძახება გამიჭირდება", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც ამ თემაზე დისკუსიის მომხრეც არის.
ბერძნებმა, ორი ნაკრების „პირველ გაკვეთილზე" ახსნილი კარგად იმეცადინეს და დასკვნებიც გააკეთეს. ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის გარემოება, რომ „კვარა" არ გაანძრიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობით ორივე ტაიმში გვჯობდნენ, იმის თქმაც, რომ მოგებას იმსახურებდნენ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ არა! უბრალოდ იმ VAR-მა, რომელმაც მატჩის დასაწყისში იმედი მოგვცა, შეხვედრის 89-ე წუთზე, ეს იმედი ხელიდან გამოგვაცალა. საქართველოს ნაკრების კარში დარტყმული თერთმეტმეტრიანის კუთხე ლორიამ გამოიცნო, თუმცა ვერ მიწვდა. ამ გოლს, კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ისეთივე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, როგორც, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოს. განსხვავებით, იმ შემთხვევისგან, ეროვნული ნაკრების ამ წაგებით, მხოლოდ ჩვენი იმედი და მოლოდინი ჩამოიმსხვრა მორიგ ჯერზე.
საქართველოს ნაკრებმა ბერძნებთან, სექტემბრის თამაშებს, თუ შევადარებთ, უკეთესად ითამაშა, თუმცა, „ნავსი" ვერ გატეხა და კვლავ წააგო, ამჯერად 2-0. ჩვენს ნაკრებს, 6 თამაშში მხოლოდ, ერთი ქულა აქვს და D ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდი, მომდევნო შეხვედრას სამ დღეში, 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოსთან გამართავს. ბოლოს კი, 11 ნოემბერს, კვლავ ბათუმში.
ჩვენს ჯგუფში დღეს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, შვედეთმა კოსოვო 3-0 დაამარცხა.





ჩვენ








