
„ხუთი წლის წინ, გვანცა ჭანტურიძე მილანში ჩავიდა. ეს არ იყო სასიამოვნო მოგზაურობა, ის - აუცილებლობით იყო გამოწვეული. მან ოჯახო დატოვა. იმ დღიდან მოყოლებული შეუჩერებლად მუშაობდა, რათა საქართველოში დარჩენი ოჯახს დახმარებოდა, ყოველთვიურად ფულს უგზავნიდა. ის, ოჯახს ტელეფონის ესაუბრებოდა და შეტყობინებებს უგზავნიდა. ის, შვილის კარიერას ყურადრებით ადევნება თვალს, შვილისას რომელსაც საბა ინანეიშვილი ჰქვია", - ასე იწყებს ვრცელ სტატიას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ, გვანცამ, მსოფლიოს ჩემპიონი შვილი მოინახულა. ჩვენ კი, სტატიის დანარჩენი ნაწილის თარგმანს შემოგთავაზებთ, რომლის წაკითხვისას, ერთის მხრივ სიამაყე, მეორე მხრივ კი, ოჯახების საკეთილდღეოდ, სამშობლოდან ათასობით ქალის ბედი დაგვაფიქრებს.
საბა, ოცი წლისაა და ის ერთ-ერთი ჩვენგანია, წმინდა სისხლის ქართველი, იმ საბრძოლო სკოლის აღზრდილი, სადაც ძიუდოთი არიან გაჟღენთილები. როდესაც გვანცამ საბა დატოვა, ის 15 წლის იყო. არაა, განსაკუთრებული ჭკუა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, როგორ ტკივილი იქნებოდა დედას და შვილის დაშორება, მიუხედავად იმისა რა საჭიროება ითხოვდა ამას. მაგრამ დედა, ყოველთვის დედაა და ეს კავშირი უწყვეტია. 5 წლის მანძილზე, გვანცა, შვილის წარმატებებით ამაყი იყო, თვალს ადევნებდა მისი, როგორც ძიუდოისტისა და პიროვნების განვითარებას. მათ არ იციან, როდის და სად გადაიკვეთება მათი გზები.

საბა ახლა 20 წლის კაცია, ძლიერი, კლდესავით მაგარი და მძიმე წონის. ის ოლბიაში, ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. საქართველო ცნობილია, როგორც ძიუდოს ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის აქვს შედეგი და იტალიაში მედლების ცხრილის სათავეში მოქეცა, ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით. ეს, ამ ქვეყნის გეგმების ნაწილი იყო და მსოფლიოს ძიუდოს საზოგადოებას, მხოლოდ შეუძლია იამაყაოს, ჩვენი სპორტის სახეობის ამ „შუქურის" ოპტიმალური შედეგით.
მაგრამ ეს სულ სხვაა. „ყოველთვის ვაკვირდებოდი შვილის განვითარებას. ყოველთვის, როცა იგებდა ტურნირს, მედალს, მირეკავდა, ეთქვა, რომ ეს ჩემთვის მოიგო და გამარჯვება მე მომიძღვნა". სიყვარული დისტანციაზე, ისეთივე ძლიერია, როგორც გულისცემა და ისეთივე საგრძნობი, როგორც ტკივილი, რადგან ცხოვრება რთულია და როდესაც არ არის შესაძლებლობა, არავინ ისე არ გაწირავს შვილისთვის თავს, როგორც დედა.

გვანცას რაც ყველაზე მეტად უნდოდა და ვერ გაეგო, ეს როდის მოხდებოდა, იყო სურვილი შვილის ჩახუტების, ის მომენტი, რაც ძლიერებსაც კი, „ანგრევს". ოლბიაში, გვანცა შვილის სანახავად ჩამოვიდა, მან თქვა, „არ არის იგივე, შვილის წარმატება შეიტყო ტელეფონით და საკუთარი თვალით იხილო", რეალურად კი წარმატება ყველაზე ბოლო იყო, რაც მას აინტერესებდა. ყველაზე მეტად მას, მისი ნახვა და მასთან შეხება უნდოდა, რაც ცხოვრებაში, ყველაზე მეტად უყვარს. „მე მისთვის მოვიგე. ოქროს მედალი მისია", იტყვის საბა. როდესაც უყურებ დედისა და შვილის ბედნიერებას, თუმცა თავშეკავებულს, უთავსებ ამას ცხოვრებისეულს, მაშინ, მსოფლიო კრიზისები, ყოველდღიური პრობლემები, არც ისე სერიოზულია. ხედავდე შვილის წარმატებით ამაყ დედას, მაგრამ ამავდროულად, ელეგანტურს, აღვსილს შვილის სიყვარულით, მაგრამ საღს მოქმედებებში, ეს არის ყველაზე ოსტატური ცხოვრების გაკვეთილი.
ამ მშვენიერ მომენტშიც კი, კოვიდ-რეგულაიით გაწერილი ყველა საჭირო დეტალი გათვლილი იყო.
სტატია მომზადებულია IJF-ს მიხედვით
ავტორი: Pedro Lasuen
ფოტოები: Gabriela Sabau, Marina Mayorova და გიორგი ჭანიშვილი





ჩვენ








