სერბეთში წასული ოქრო
სერბეთში წასული ოქრო
10.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს, ერთი მედალი ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიავემ, 87კგ წონით კაგერორიაში, ზურა დათუნაშვილმა მოიგო. მიუხედავად, ამ სიხარულისა, ამ გამარჯვებას დიდი ტკივილიც ახლავ, განსაკუთრებით ვისაც ახსოვს ამ ფალავანთან დაკავშირებული რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები და რეალობა - დათუნაშვილმა ეს ოქრო, სერბეთის სახელით მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონობისკენ მიმავალ გაზაზე კი მან, 1/4 ფინალში მან, საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა გობაძე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის რეჯეშაჟშიში გადაამისამართა.


გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილი მოიგო. თუმცა, ერთით მეტი სპარინგი ჩაატარა. რეპეშაჟის ნახევარფინალში, მან, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის გუნდის წევრი მილად ალირზაევი დაამარცხა და რეპეშაჟის ფინალში, დანიის ნაკრების წევრ ალი ბისულტანოვს შეხვდა და დამაჯერებლად, 5-2 დაამარცხა.




63კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა ლერი აბულაძეს, თუმცა, ამ ჯერზე, 21 წლის ქართველი ფალავანი მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. ირანელ მეისამ დალხანთან, 5-4, ალბათ, უფრო, მსგავს ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილების ხარჯზე დამარცხდა.





კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგო, დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ფალავანმა. 67კგ წონით კატეგორიაში, რამაზ ზოიძემ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჰასრათ ჯაფაროვის წყვილში მოგებულს დაეჭიდა და დიდი უპირატესობით, 8-0 დაამარცხა.


საერთო ჯამში, ოსლოში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა კლასიკოსებმა, 1 ვერცხლისა და 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.



ფოტო: United World Wrestling / Martin Gabor