კიდევ ერთი დებიუტი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებში
კიდევ ერთი დებიუტი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებში
11.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფინეთში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე, დებიუტი ჰქონდა 18 წლის მოციგურავეს, ანასტასია გუბანოვას.

„ასეთ  წარმომადგენლობით  საერთშორისო  ტურნირზე და მაღალი კონკურენციის  პირობებში, მე-5 ადგილი, ნამდვილად  ღირსეული შედეგია  18  წლის სპორტრსმენისათვის. საქართველოს  ფიგურული ციგურაობის  ფედერაცია წარმატებებს უსურვებს  ანასტასია გუბანოვას და დარწმუნებულია, რომ თანაგუნდელ  ალინა ურუშაძესთან ერთად, იგი  ყოველთვის ღირსეულად  წარადგენს ჩვენს  ქვეყანას ყველა დონის საერთშორისო ტურნირზე", - წერს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.


ანასტასია გუბანოვამ, თავის სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 7-11 ოქტომბერს ფინურ ქალაქ ესპოში დღეს დასრულდება, ქალების კატეგორიაში, 19  ქვეყნის 26 მონაწილეს  შორის, საქართველოს სახელით, პირველად, იასპარეზა და ყოფილ თანაგუნდელებთან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საკმაოდ დიდ კონკურენციაში, ახალი მოკლე  და   თავისუფალი პროგრამები უშეცდომოდ, ტექნიკურად სრულყოფილად  შეასრულა და ორი პროგრამის ჯამური 203, 91 ქულით,  საუკეთესო  ხუთეულში დამსახურებულად  დაიკავა  ადგილი.


აღსანიშნავია, რომ ქალთა კატეგორიაში, ანასტასიას, მართალია არა საქართველოს სახელით, თუმცა, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ერთ-ერთი პირველი იყო, ალინა ურუშაძე, რომელმაც ქართულ გუნდს, ზამთრის ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა. ახლა კი, ოლიმპიურ თამაშებამდე, 4 თვით ადრე, ალბათ პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, გაჩნდა პრეცედენტი, რაც, ოლიმპიადაზე მოხვედრის მსურველ სპორტსმენებს შორის, ამ კონკრეტულ კატეგორიაში, კონკურენციას გაზრდის.


„ოლიმპიური ლიცენზია, ქალთა კატეგორიაში, ქვეყანას ალინა ურიშაძემ მოუტანა. თუმცა, ჩვენთან, ოლიმპიური ლიცენზიები არ არის სახელობითი. ანუ, ლიცენზიას, რომელსაც იღებს სპორტსმენი, ეკუთვნის ქვეყანას. შემდეგ უკვე, ქვეყანა და ფედერაცია წყვეტს, ვის გაუშვებს ოლიმპიურ თამაშებზე. სპორტსმენი, რომელიც ახლა გადმოვიდა ჩვენთან საასპარეზოდ, არის უფრო ძლიერი ურუშაძეზე. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით, გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუ რომელი გაემგზავრება ოლიმპიადაზე. ამ საკითხს, უფრო წლის ბოლოს დავუბრუნდებით, როდესაც საერთაშორისო ტურნირებზე, გოგონების ასპარეზობის შედეგებისა და იქ აღებულ ,  ქულებს გადავხედავთ" , - ამბობს მარიამ გიორგივიანი, ფედერაციის პრეზიდენტი, TSFF.GE-სთან საუბრისას.


 დღეს, უკვე საქართველოს სახელით მოასპარეზე, ახალგაზრდა ანასტასია გუბანოვა, ბოლო წლების მანძილზე  რუსეთის  სახელით ასპარეზობდა და იმ ქვეყნის, ნაციონალური ჩემპიონატის საუკეთესო  ათეულშიც იკავებდა ადგილს.


და ბოლოს, ჩვენი გვერდის სახელით, კიდევ ერთხელ დავამატებთ, რომ კარგი იქნება, თუ სპორტის ამ ლამაზ სახეობას, საქართველოში, გამართული სავარჯიშო გარემო და საასპარეზო სივრცე აუშენდება.