თორნიკე შენგელია: "ევრობასკეტის თასისთვის ვიბრძოლებთ"

15.08.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა, თორნიკე შენგელიამ ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, და თქვა, რომ ევრობასკეტის თასისთვის ნაკრები აუცილებლად იბრძოლებს.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ეს თასი საქართველოში ჩამოიტანეს. შანსს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ყველაფერია შესაძლებელი. მე ძალიან წინ ვერ გავიხედები, მაგრამ მივყვებით ჩვენს გეგმას, ვფიქრობ, გვექნება შანსი, რომ ვიბრძოლოთ ამ თასისთვის", - გვითხრა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 21 აგვისტოს ათენში, აკროპოლისის თასზე საასპარეზოდ, იქიდან კი ისრაელში გაემგზავრებიან და 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.





ჩვენ








