იცნობდეთ მსოფლიო ჩემპიონს ნათია გადელიას!
იცნობდეთ მსოფლიო ჩემპიონს ნათია გადელიას!
11.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბეჟან ჭიჭინაძის აღსაზრდელმა ნათია გადელიამ, საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა და საკუთარი წარმატება, ბათუმში, 8 ოქტომბერს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვილებს და დაზარალებულ ოჯახებს მიუძღვნა. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

ქართველმა გოგონამ, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი, თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შესაბამისად, მას ერგო ოქრო, ორჭიდის ჯამშიც. ქართველმა გოგონამ 208 კილოგრამი დაძლია.


აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტუტულის გარდა, ნათია გადელიამ, ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით, საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა.



იმედია, ბიჭები არ გვიწყენენ რომ აქცენტი გოგონაზე გავაკეთეთ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ვაჟთა წარმატებებს მიჩვეულები ვართ, თუმცა, საუდის არაბეთში ჭაბუკთა შორის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 5-13 ოქტომბერს იმართება,  საქართველოს ნაკრები 3 სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა და ტურნირზე, ნათია გადელაის გარდა ნიკოლოზ ესართია (73კგ) და გურამ ვეკუა (96კგ) გამოვიდნენ ფიცარნაგზე. ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, რომელმაც საკუთარი შეგირდების შედეგები, ნამდვილად უნდა იამაყოს.




გურამ ვეკუამ (პირადი მწვრთნელი სლავა ვეკუა) ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, ატაცში 143/146/148 დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ათლეტმა, აკვრაში თავი 177/180 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასეთივე შედეგი მიიღო ორჭიდის 328 კილოგრამითაც. აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა, ატაცში, საქართველიში დამყარებული, საკუთარი რეკორდი,  1 კილოგრამით გაუმჯობესა.


3 მედალი წამოიღო საუდის არაბეთიდან ნიკოლოზ  (მწვრთნელი ვოლდემარ ბაღათურია) ესართიამაც. მის ანგარიშზე, 1 ბრინჯაოს  და 2 ვერცხლის მედალია. ქართველმა ძალოსანმა, ატაცში 124/128 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი, თავი 154/159 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასეთივე შედეგი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.