როცა იბრძვი, შედეგიც არის - ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!
როცა იბრძვი, შედეგიც არის - ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!
13.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ავბედითი „9 წელი" დასრულდა. სწორედ, ეს დრო დასჭირდა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, რომ შესარჩევ ციკლში თამაში მოეგო. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოში დიდგულზე მყოფი, გაყეყეჩებული მასპინძელი 1-2 დაამარცხა. მე-11 წუთზე გოლი თორნიკე ორქიაშვილმა, 82-ე წუთზე კი, ირაკლის აზაროვის გადაცემით, ზუკა დავითაშვილმა გაიტანა ..


მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენი ნაკრებისთვის მოგებულმა თამაშმა, სიმართლე ვთქვათ და ტრადიციული დატვირთვის გარდა, სხვა მნიშვენლობაც შეიძინა. სექტემბრის თამაშების შემდეგ, ჩვენ თითქოს დავკარგეთ ეროვნული ნაკრები. ნაკრებმა კი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ამის აღიარება, დაკარგა თამაში და სახე (ისიც კი, რაც გვგქონდა). მათ შორის, განსაკუთრებით საწყენი იყო, ჩვენი ქვეყნის მიერ, არაღიარებულ კოსოვოსთან, ბათუმში წაგებული შეხვედრა. ბუნებრივია, სულ ნეგატიური განწყობა არაა საჭირო, მაგრამ სწორედ, ეს მარცხი, ალბათ, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული ფინალური თამაში, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და პირიქით, ეს ორი წაქცევა, უნდა ვაქციოთ წარმატებისთვის მოტივაციის წყაროდ.


ამიტომაც „თავი", სწორედ პრიშტინაში უნდა „გვეპოვა", თუმცა, „სახეზე" ჯერ კიდევ ადრეა ლაპარაკი. ამას დრო სჭირდება და არსებული რესურსის განვითარება. ეს უნდა გაგვეკეთებინა, იმისდა მიუხედავად, რომ ნაკრების ჩარტერული რეისის პრობლემური დაშვების ფონზე, სოციალური ქსელი პესიმისტური განწყობითა და სურვილებით გაივსო - „სულ ნუ დაჯდებოდნენ, მაინც წააგებენო", პათოსით.


დღევანელი გამარჯვებაც, არ ნიშნავს, რომ ყველა შეცდომა გამოსწორებულია და ნოემბრის შესარჩევ ციკლს, სანიოლი და მისი გუნდი, გულხელდაკრეფილი უნდა დაელოდოს. პრიშტინაში, პირველ ნომრად თამაში არ გამოგვივიდა - ამას, არც ვგეგმავდით. ბურთის ფლობითაც, მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ქართველთა ნაკრებმა, დღეს მოახერხა, კოსოვოელთა შეცომების აზრიანად გამოყენება. ყველა საორჭოფო მომენტში, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები არ ეთიშებოდნენ სათამაშო სუტუაციას. ასე გაიტანა გოლი თორნიკე ორქიაშვილმა, ასე გამოიტანა კარის ხაზიდან ბურთი გურამ გიორბელიძემ, ასე იდგა სადარაჯოზე ოთარ კაკაბაძე. თამაშიდან თამაშამდე, სტაბილური და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ხდება საბა ლობჟანიძე, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს. სტაბილურად კარგად ატარებს შეხვედრებს გიორგი წიტაიშვილიც. დღეს,  სანიოლიმ ზუსტად გათვალა შეცვლებიც - იმუშავა გიორგი ქვილითაიამ, ზუკა დავითაშვილმა, ირაკლი აზაროვმა. დღეს, ისე, როგორც არასდროს ნაკრებმა იმღერა საქართველოს ჰიმნი და თამაშის დაწყებამდევე, პრიშტინადან საქართველოში გზავნილი გამოუშვა, რომ დღეს, ბოლომდე ბრძოლა და თავდადება, მხოლოდ ფარატინა სიტყვები არ იყო.


ორ მომენტში მატჩის მსვლელობაზე გავლენა მოახდინა VAR-მა. პირველ მომენტში დააფასა გიორბელიძის თავდადება, მეორეში, 11-მეტრიანი დაგვიდო. სხვა დროს, გუნდი დაიშლებოდა, დღეს, ამ მომენტების „გადაღეჭვა" მოახერხა.


დღეს, ეროვნულ ნაკრებში 70-ე მატჩი გამართა გიორგი ლორიამ. 35 წლის ქართველთა კარის მცველი, თუ არ ჩავთვლით მის კარში გატანილ 11-მეტრიანს, უშეცდომო იყო.


ბუნებრივია, იყო შეცდომები, მაგალითად რიგ მომენტებში, გვიჭირდა ბურთის ატანა, იყო უზუსტობები გადაცემებში, უფრო დასკვნით ფაზაში. უფრო მეტს ველოდი ხვიჩა კვარაცხელიასგან, თუმცა, მას კოსოვოელები საკმაოდ მჭიდროდ მეურვეობდნენ. ეს ყველაფერი კი , იყო იმ ემოციურ ფონზე, რომლის წინაშეც (სექტემბერში, ბათუმში კოსოვოსთან გამართული შეხვედრიდან დაწყებული და ოქტრომბრის სანაკრებო თამშების წინ, ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონი) აღმოჩნდა ნაკრები. დღეს, ვილი სანიოლის გუნდს, არა მხოლოდ, მეტოქის კარისკენ, არამედ ამ საერთო ფონიდან „ამოსვლაც" უწევდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაზე ცუდი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა, გადალახა  და დღეს, წარსულში დატოვა. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შესარცევი ციკლის ბოლო მატჩსაც, შვედეთის წინააღმდეგ, უფრო თავდაჯერებულები შევხდებით.


„მინდა იმ ტრაგედიით დავიწყო რაც ბათუმში მოხდა. ყველა ადამიანს ძალიან რთული დღეები ჰქონდა. ბათუმშივე გვინდოდა, რომ გაგვეხარებინა ჩევნი გულშემატკივარი, მაგრამ არ გამოგვივიდა და დღევანდელი გამარჯვება, მთელი ჩვენი ფიქრები მიმართული იყო, რომ ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. რაც შეეხება მოგებსა და 3 ქულას, ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი ხანი ველოდით ამ მოგებას. ჩემი აზრით, დავიმსახურეთ და წინ არის კიდევ მოგებები", - ასეთ კომენტარს თორნიკე ოქრიაშვილი, მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთებს. უფრო ვრცლად, ალბათ ვილი, ნოემბრის მატჩის წინ, ქართულ მედიასთანაც ისაუბრებს. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ჟორჟ მიქაუტაძე, გიორგი აბურჯანია და ოთარ კიტეიშვილი აკლდნენ.



სფფ-ს ფოტო