
ნოემბერში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ შესარჩევ ციკლს დაასრულებს. მსოფლიო ჩემპიონატის ამ ჩამთავრებულ ციკლს, ერთა ლიგა, ევრო-შესარჩევი , მერე კიდევ ერთი მსოფლიო და კიდევ... მოკლედ, გზა ევრო 2028-მდე გრძელია. თუმცა, უეფა, უფრო წინ იხედება და კარზე მომდგარი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მიუხედავად, თავის წევრ ორგანიზაციებს მიმართავს, 2022 წლის მარტადე „ჩამოყალიბდნენ" და ევრო 2028-ის მასპინძლობის სურვილის შესახებ, ევროპული ფეხბურთის შტაბ-ბინაში განაცხადები შეიტანონ. 2023 წლის სექტემბრამდე უეფა, ამ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, სად ჩატარდეს ევრო 2028.
ევრო 2028 დროს, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 51 მატჩი გაიმართება. უეფა, მხედველობაში მიიღებს, ერთობლივ განაცხადებსაც თუკი, ეს ქვეყნები გეოგრაფიულად, კომპაქტურად მდებარეობენ. მაგალითად, თუკი საქართველო სურვილს გამოთქვამს ევრო 2028-ს უმასპინძლოს, მას ამის გაკეთება, აზერბაიჯანთან (რომელმაც წარმატებით გაართვა თავი ევრო 2020-ის ჯგუფური და ფლეი-ოფის მატჩებს), ან თურქეთთან (რომელსაც რეგიონში ყველაზე კარგი და გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა აქვს) ერთად ითავოს ევრო 2028-ის მასპინძლობა, ან ამ ორივე ქვეყანასთან ერთად. ყოველ შემთხვევაში ცუდი პერსპექტივა ნამდვილად არაა.
დაინტერესებულმა მხარეებმა, შეგეახსენებთ, 2022 წლის მარტამდე, უეფაში უნდა წარმოადგინონ 10 სტადიონი, რომელიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებს:
- მინიმუმ 1 სტადიონი რომლის ტევადობა არის 60 000 ადგილი
- მინუმუმ სტადიონი, თუმცა უპირატესობა მიეცემა 2 სტადიონის, რომლის ტევადობაც არის 50 000 ადგილი
- მინიმუმ 4 სტადიონი, რომლის ტევადობაც არის 40 000 ადგილი
- მინიმუმ 3 სტადიონი, რომლის ტევადობაც არის 30 000 ადგილი
სარედაქციო შენიშვნა - ამ მოცემულობით, და უეფა-ს კეთილგანწყობით, ჩვენ „საქმეში" მხოლოდ „დინამო არენათი" (54 200 ადგილი) და კეთილგანწყობა ვახსენეთ და „ბათუმი არენათი" (25 000 ადგილი, 5000 გვაკლდება აქ) შეგვიძლია შევიდეთ და რამდენიმე თამაში შეგვიძლია წამოვიღოთ.
იმავე განცხადებაში, უეფა, ევრო 2028-ის მასპინძლობის მსურველ მხარეებს განაცხადების შეტანის გრაფიკს, განხილვის ვადებს და გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღსაც ამცნობს.
2022 წლის 23 მარტი - განაცხადების შეტანის საბოლოო ვადა;
2022 წლის 30 მარტი - „ვაჭრობაში" მონაწილე მხარეების მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა;
2022 წლის 5 აპრილი - უეფა-ს მიერ „ვაჭრობაში" მონაწილე მხარეების გამოცხადება;
2023 წლის 12 აპრილი - ვაჭრობაში მონაწილე მხარეების განაცხადების წარდგენის უკიდურესად ბოლო ვადა;
2023 წლის სექტემბერი - ევრო 2028-ის ორგანიზატორების გამოცხადება.
აქვე, უეფა აფრთხილებს მხარეებს, რომ ტურნირის სპორტული და კომერციული მხარის (ფორმატის) უზრუნველყოფის მიზნით, „ავტომატური კვალიფიკაცია" მიენიჭება, მასპინძელი მხარიდან ერთ ან მაქსიმუმ ორ ქვეყანას, ისევე, როგორც ეს, ადრეც ხდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ჩემპიონატის ჩატარაების ორგანიზატორების ალიანსში, ორზე მეტი ქვეყანა იქნება, „ავტომატური კვალიფიკაცია" ყველა ორგანიზატორი ასოციაციისთვის ვერ იქნება გარანტირებული. მას განიხილავენ და გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას, საკვალიფიკაციო ტურნირების გათვალისწინებით მიიღებენ. აქვე, უეფა-ს ვებ-გვერდი განმარტავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი ტურნირის რეგლამენტი ჯერ არ არის საბოლოო ინფორმაცია თარიღებზე, მონაწილე გუნდების რაოდენობაზე, თამაშების რაოდენობაზე, არის პირობითი და ის, შესაძლოა შეიცვალოს.
მოკლედ, ერთა ლიგაზე წარმატებული თამაშის გარდა, საქართველოს ნაკრებს, მიზერული, მაგრამ ევრო 2028-ის მასპინძლობის შემთხვევაში, კიდევ ერთი შანსი უჩნდება, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა ოცნება აასრულოს და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა.
რამდენად შევძლებთ მეზობლებთან ერთად ამ ავანტიურაში ჩაბმას? ალბათ, სპორტის მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ 2022 წელს თბილისი, ევრობასკეთ 2022-ს მასპინძლობს. ევროპილი კალათბურთის მთავარი ფორუმის ერთ-ერთმა მასპინძელმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, პარტნიორ ქვეყნად თუქრეთი შეარჩია. ასე, რომ 2028 წლისთვის, მსგავსი თანამშრომლობის შემთხვევაში, პრეცედენტი უკვე იქნება. შესაბამისა, მცირე დროის მიუხედავად, ასვეე, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციების მეგობრობის გათვალისწინებით, ევრო 2028-ის მასპინძლობაზე ფიქრი, სულაც არ არის ფუჭი ოცნება.
ფოტო: @UEFA by Catherine Ivill/Getty Images





ჩვენ








