16-17 ოქტომბერს, 5 სპორტსმენით პარიზის გრან სლემზე

14.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ხვალ, თბილისის დროით, 19:00 ცნობილი გახდება თუ ვინ იქნებიან ქართველი ძიუდოისტების მოწინააღმდეგენი პარიზის გრან სლემზე. IJF-ის ტურნეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი კი, საფრანგეთის დედაქალაქში, 16 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 17 ოქტომბრამდე გასტანს.
პარიზის გრან სლემზე, ქართული გუნდი მოკრძალებული შემადგენლობით, მხოლოდ 5 სპორტსმენით, 5 წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები:
-57კგ ეთერ ლიპარტელიანი
-73კგ ვაჟა მარგველაშვილი
-81კგ ტატო გრიგალაშვილი
-90კგ ლუკა მაისურაძე
-100კგ ონისე სანებლიძე
ყველაზე მეტი, 28 ძიუდოისტი დაარეგისტრირა აღნიშნულ ტურნირზე, მასპინძელმა საფრანგეთმა. საერთო ჯამში კი, პარიზის გრან სლემზე, 5 კონტინეტის, 47 ქვეყნის 288 ძიუდოისტის განაცხადია გაკეთებული.





ჩვენ








