
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე დღეში, 21 და 26 ოქტომბერს ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად, მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ჯგუფის მორიგ კალენდარულ შეხვდრაში, ჩვენი გოგონები, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონზე, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, თბილისის დროით 19:00 დაიწყება. 26 ოქტომბერს, კი, გიორგი ჩხაიძის გუნდი, სლოვაკეთში გაემგზავრება და აღმოსავლეთ სლოვაკეთის ერთ-ერთ ქალაქში, პოპრადში, ეროვნული საწვრთნელი ცენტრის მინდორზე, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აღნიშნული თამაშებისთვის შეკრება, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან დაიწყო. ნაკრების მთავარ მწვრთნელს 25 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. თუმცა, თუ ვინ არიან კონკრეტულად გამოძახებულნი, ახერხებეს თუ არა, საქართველოში ჩამოსვლას ყველა ქართველი ლეგიონერები, ამ მომენტისთვის ჩვენი გვერდისთვის უცნობია. საქართველოში იმყოფება ჩვენი გუნდის სამი ლეგიონერი ანა ჩემინავა, თამარ ტატუაშვილი და ტატა მატვეევა.
ჩვენთვის, ცნობილია, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჩხაიძეს, კლუბიდან, 11 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. მათ შორის, მეკარე - თათია გაბუნია, მცველები - ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე, ია ალელიშვილი; ნახევარმცველები - თეონა ბაქრაძე, სალომი დიმოპულუ, თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია, თავდამსხმელები- ნათია წოწერია, ხატია ჭყონია.
სატურნირო მდგომარეობა
„ლანჩხუთის" სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბიდან 19-წლამდე ნაკრებში, ორი მოთამაშეა გამოძახებული. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული ასაკობრივ ნაკრებს, საწვრთნელი შეკრების დროს სომეხ თანატოლებთან უნდა გაემართა ამხანაგური შეხვედრა, თუმცა, ბოლო მომენტში ის ჩაიშალა. სამაგიეროდ, დღეს, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, სოხუმის „დინამოს" ქალთა კლუბს დაუპირისპირდა და 8-0 გაიმარჯვა.
სფფ-ს არქივის ფოტო





ჩვენ








