კოსმეტიკამ სპორტსმენები ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბროლიდან გამოთიშა
კოსმეტიკამ სპორტსმენები ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბროლიდან გამოთიშა
15.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოლიმპიური „მაცნეები" წერენ, რომ პეკინის ზამთრის 2022 წლის თამაშებში მონაწილე ყველა სპორტსმენს, უკლებლივ, დოპინგზე შეამოწმებენ. შესაბამისად, ყველა მონაწილეს, გაორმაგებული ყურადღება მართებს, არა მხოლოდ, მარტივად, შეუძლოდ ყოფნის დროს მიღებული მედიკამენტების, ანდა სულაც საკვების გამო, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებით ქალთა შორის, მაკიაჟის გამოყენებისასაც კი.

მაგალითად, ფუგურული ციგურაობისას კოსტიუმებთან ერთად (თუმცა, ასეა მხატვრულ ტანვარჯიშშიც), სპორტსმენის განწყობას მაკიაჟიც ქმნის. სწორედ, მაკიაჟი იქცა პრობლემად, ამერიკელი წყვილისთვის, რომლებიც ოლიმპიური თამაშების მიღმა აღმოჩნდნენ. თუმცა, ჯესიკა კალალანგი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და გარემოებებს მარტივად არ დანებდა.


26 წლის ჯესიკა, თავის მეწყვილეთან 25 წლის ბრაიან ჯონსონთან ერთად, პეკინის 2022-ის თამაშების პოტენციური ლიცენზიანტი იყო, შესაბამისად აშშ-ს გუნდშიც საკმაოდ დიდი კონკურენციის დაძლევა უწევდათ ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად. რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 12 თებერვალს, სპორტსმენს ფოსტით მიუვიდა შეტყობინება, რომ მას ვარჯიშის უფლებას აღარ აძლევდნენ. საქმე ისაა, რომ 2021 წლის იანვარში ამერიკის პირველობაზე, სპორტსმენს დოპინგ ტესტზე შემოწმებისას დადებითი პასუხი ამოუვიდა.





„არც კი წარმომედგინა, რომ ასე შორს შეიძლებოდა წასვლა. დიახ, ის ემოციები და გაურკვევლობა, რასაც მარტის დასაწყისში განვიცდიდით და ახლა გვაქვს, ძალიან განსხვავებულია. ყველაფერი გაურკვეველი იყო, ყველაფერი ყოველდღიურად იცვლებოდა, სადღაც წინ მივიწევდით და მერე, იყო იმედი და მერე..."- იხსენებს ჯესიკა.


მოციგურავეებმა და მათთან მომუშავე მწვრთნელებმა, რომლებიც წლებია ე.წ. ელიტარულ სპორტსმენთა შორის არიან და შესაბამისად იციან, რა არის დაშვებული და რა შეიძლება გახდეს დამღუპველი სპორტსმენისთვის, ძიება დაიწყეს. დაიწყეს, ყველა დეტალის აღდგენა, რას და როგორ აკეთებდნენ კონკრეტულ შეჯიბრამდე. მოგვიანებით, როგოც ჯესიკა იხსენებს, ზაფხულის დასაწყისში,  UFC- ის მებრძოლს, რობი ფონტის, რომელმაც მაისში იჩხუბა, მხოლოდ მას შემდეგ მოუხსნეს დისკვალიფიკაცია, რაც აშშ-ს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ აღმოაჩინა, რომ თმის შამპუნში შემავალი ერთ-ერთი კომპონენტი, კერძოდ, ქლორფენესინი (chlorphenesin), დაშვებული კოსმეტიკური კონსერვანტია, რომელსაც 4-CPA-ად გარდაქმნა შეუძლია. ჯესიკაც ანალოგიურ პროდუცქიას ხმარობდა.




„ყოველთვის ამ კოსმეტიკას ვხმარობდი და შესაბამსიად, ეს ჩემთვის, უდიდესი დარტყმა იყო. თუმცა, ეს იყო, ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც შეიძლებოდა გამეგო, მაგრამ იმ მომენტში ეჭვი მაინც მქონდა. მიუხედავად ამისა, ამ აღმოჩენამ მომცა იმედი, რომ მე კვლავ მოვახერხებდი შეჯიბრებში მონაწილეობას და ჩემი სახეის „გაწმენადს",  - ამბობს ჯესიკა.


ფონტის შემთხვევაში, ყველაფერი უფრო რთულად იყო, რადგან UFC-ს სპორტსმენისთვის დისკლვალიფიკაციის მოხსნა, მხოლოდ WADA (მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო) გადაწყვეტილებით შეეძლო. აშშ, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას კი, თავად შეეძლო აკრძალვების მოხსნა, ისე რომ WADA-ს პასუხს არ დალოდებოდა. თუმცა, კონკრეტული შემთხვევის განხილვა მაინც გაჭიანურდა და სპორტსმენებიც WADA-ს პასუხს უცდიდნენ. მთელი ეს პერიოდი, ებრძოდნენ დროს, რომელიც ნელა გადიოდა. გამოტოვეს, გრან-პრის ეტაპები, მნიშვნელოვანი შეჯიბრები ოლიმპიადამდე... მათ ყველაფრის გამოტოვება უწევდათ, რასაც შეეძლო პეკინის ოლიმპიურ თამაშებამდე გზა გაეხსნა და მხოლოდ 30 სექტემბერს, WADA-მ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა - სპორტსმენბს ახლა, დიდ შეჯიბრებს, შორის, მხოლოდ, Skate America-ს ტურნირზე ასპარეზობის უფლება აქვთ, რომელიც 22 ოქტომბრიდან დაიწყება.




„არ მინდა, რომ ის, რაც მე შემემთხვა, სხვა სპორტსმენსაც დაემართოს. ეს იყო, საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება. ძალიან მარტივი იქნებოდა, ხელები ამეწია და დავნებებოდი. მე ვიცოდი, რომ არაფერი ცუდი არ მქონდა გაკეთებული. ვიბრძოდი და არ დავნებდი. არ ავაფრიალე თეთრი დროშა, თუმცა, იყო დრო, რომ ამის გაკეთების სურვილი მქონდა, აბსოლუტურად უსუსური ვიყავი. მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ ბრძოლა და შედეგი მივიღეთ" ,  - ამბობს ჯესიკა.


აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ამბის მანძილზე, ბრაიანს, ერთი წუთითაც არ მიუტოვებია პარტნიორი. ბუნებრივია, რომ დროს ახლა, უკან ვერ დააბრუნებ და სპორტსმენებსაც, პეკინში მოხვედრის შანსი აღარ აქვთ. თუმცა, მსოფლიოს ანტი-დოპინგურ სააგენტოში, უკვე გაგზავნილია მოთხოვნები, რომ დოპინგზე ტესტირებისას, პროტოკოლში, მოკლე ვადებში მოახერხონ შესწორების შეტანა, ზემოთხსენებული კლასის კომპონენტის ეფექტის გაითვალისწინებენ.




სტატია მომზადებულია apnews.com -ის მიხედვით

ფოტო: @ksat.com / @usfigureskatingfanzone.com