პირველი პარიზული მედალი ეთო ლიპარტელიანმა მოიგო
პირველი პარიზული მედალი ეთო ლიპარტელიანმა მოიგო
16.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პარიზში სტარტი აიღო IJF-ის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ტურნირმა „პარიზის გრან სლემი 2021", რომელზეც საქართველო 5 სპორტსსმენით არის წარმოდგენილი. ასპარეზობის პირველ დღეს, ჩვენებიდან ორნი, -73კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და -57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი გამოდიოდნენ.

ძიუდოს ქართველი გულშემატკივრისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა ტატამზე ვაჟა მარგველაშვილის არ გამოცხადება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომენტატორების თქმით, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. ტექნიკური გამარჯვება 10-0 მის კანადე მეტოქეს ჩაეთვალა. ჩვენ კი, ბუნებრივია შევეცადეთ სხვადასხვა წყაროებით სპორტსმენის შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებინა. TSFF.Ge-მ გაარკვია, რომ სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ, კოვიდ საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა და მას სიცხე ჰქონდა. ის, რომ მარგველაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ კი, მაღალი სიცხე ჰქონდა გვითხრეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციაშიც.  სამწუხაროდ, მარგველაშვილი ამ ბანალური მიზეზის გამო, ასპარეზობის მიღმა დარჩა, მისი გულშემატკივარი კი, იმედს ვიტოვებთ, რომ სპორტსმენი მალე გამოჯანმრთელდება და მომდევნო ტურნირებზე მოახერხებს თავის გამოჩენას.




სამაგიეროდ, პირველი მედალი ქართული გუნდის ყულაბაში დღეს, ეთერ ლიპარტელიანმა ჩადო. მართალია ბრინჯაოსი, მაგრამ, როგორც ქართველი ძიუდოის ქალის გამოსვლისას რეპორტაჟის IJF-ის კომენტატორები აღნიშნავდნენ ის, ყოველ ტურნირზე უმატებს და ნელ-ნელა, ანგარისგასაწევი ძალა ხდება. ეთომ, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, თავდაპირველად, მავრიკი ქრისტიანა ლეჟონტყი 2:43 წუთზე, იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.  აქ, ტურნირის მასპინძელ, 20 წლის ფაიზა მოკდარ შეხვდა, რომელიც საბოლოოდ, პარიზის გრანდ სლემზე მე-5 ადგილს დასჯერდა, თუმცა, 1/2 გადასასვლელი ბრძოლა ეთოს ვაზარით მოიგო და ჩვენი ძიუდოისტი, რეპეშაჟიში გადაუშვა. აქ კი, ლიპარტელიანს ხასიათი „ჩაერთო" და ფრანგი პრისილა გიენტო, 2:19 წუთზე იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ეთო, სლოვაკ სპორტსმენს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მისი მოწინააღმდეგე, ტატამზე არ გამოცხადდა და ჩვენიანს ტექნიკური მოგება ჩაეწერა.





ხვალ, ასპარეზობაში საქართველოს 3 სპორტსმენით, 3 წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

-81კგ ტატო გრიგალაშვილი

-90კგ ლუკა მაისურაძე

-100კგ ონისე სანებლიძე

 


ფოტოები: (c) Di Feliciantonio Emanuele / Sabau Gabriela

ეთერ ლიპარტელიანის სოციალური ქსელიდან