
ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების ლიდერთა მდგომარეობა 29-ე ტურშიც არ შეცვლილა. ბათუმის „დინამოს", ქობულეთის „შუქურასთან" სათამაშოდ ფოთში მოუხდა ჩასვლა. თბილისში კი, მორიგი ქართული დერბი შედგა.
ტურის პირველი შეხვედრა ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მატჩებზე, გულშემატკივრის დასწრება კვლავ იკრძალება, „პირატებმა" ფოთში გემით ჩაისეირნეს. აი, ბათუმის „დინამომ" კი, პირველ ტაიმში, სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფ ქობულეთის „შუქურასთან" პირველ ტაიმში ვერაფერი განაწყვეს. მეორე ტაიმში კი, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა, ირაკლი აზაროვის გადაცემით ანგარიში, მხოლოდ, 65-ე წუთზე გახსნა. ბათუმელებმა, კიდევ ერთი გოლის გატანა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე მოხერხეს. ამჯერად, თავად აზაროვმა გააკეთა ეს. შავი ზღვისპირული დერბი, ბათუმელთა გამარჯვებით 0-2 დასრულდა. ბათუმის „დინამო" ამ ტურის შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ 7 ქულით უსწრებს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, რომელმაც დღეს, თბილისში, მორიგი ქართული დერბი მოიგო.

თუმცა, ამ დერბიმდე კიდევ 3 შეხვედრა გაიმართა. ჰაერივით საჭირო 3 ქულა აიღო „თელავმა". „კავკასიონ არენაზე", კახურმა გუნდმა, თბილისის „ლოკომოტივს" უმასპინძლა და 2-1 გაიმაჯვა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში, „თელავი" პირველ ტაიმშივე 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-18 და მე-40 წუთებზე, დუბლი ვაჟა ფაცაციამ შეასრულა. თბილისელებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. 53-ე წუთზე, გოლი, თეიმურაზ შონიამ გაიტანა. ამ წაგებით, „ლოკო", გორის „დილას" ცხრილში, 3 ქულით ჩამორჩა. „თელავმა" კი, 32 ქულა დააგროვა და სახიფათო ზონას თავი დააღწია. ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც.
სწრაფი გოლით გაიხსნა შეხვედრა მიხეილ მესხზე. თბილისელთათვის მოულოდნელად, ანგარიში, მე-5 წუთზე, სერგი კუხიანიძემ გახსნა და წყალტუბოს „სამგურალი" დააწინაურა. „საბურთალოს" მთელი ტაიმი დასჭირდა, ანგარიშის გასათანაბრებლად. იური ტაბატაძის გადაცემით, გოლი დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა. 71-ე წუთზე კი, მასპინძლებმა 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად გამოიყენა იური ტაბატაძე. „საბურთალომ" 2-1 გაიმარჯვა და სამეულში ადგილის გასამყარებლად, მეტად საჭირო 3 ქულა მოიოვა და უშუალო მდევართან, გორის „დილასთან" ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ". „სამტრედიის" კარში, გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. გამოცდილმა ფეხბურთელმა, 85-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. თუმცა, მანამდე, პირველ ტაიმის მიწურულს, გუნდებმა გოლები გაცვალეს. მე-40 წუზთე, ნიკა გაგნიძემ 2-0 დააწინაურა საკუთარი გუნდი. გიორგი არაბიძემ კი, ერთი გოლი გაქვითა. საბოლოოდ, „დილამ" 3-1 გაიმარჯვა და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე მყარად გამარგრდა.

ქართული დერბის შემდეგ კი, კახა ჩხეტიანს, საფიქრალი მოემატა. ქუთაისის „ტორპედო", „თელავს" 6 ქულით ჩამორჩა და ფლეი-აუთის ზონაში, „შუქურასთან" და „სამტრედიასთან" ერთად, ელიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ქუთასიელებს, დღეს, „დინამო არენაზე", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის" წინააღმდეგ, ვერც შეცვლაზე შემოსული ლევან მჭედლიძე დაეხმარა, რომელიც იმერულ გუნდს, სულ რამდენიმე დღეა შეუერთდა. თავის მხრივ, დინამოელებს, დღეს, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი (დისციპლინარული და ტარვმების) გამო აკლდა. მიუხედავად ამისა, თამაშში, თბილისელები დომინირებდნენ, თუმცა, არც „ტორპედო" იყო მხართეძოზე წამოწოლილი და რამდენჯერმე საქმეში ჩართვა ანდრე პრიეტოსაც მოუხდა. დინამოელები კი, ტრადიციულად, სახიფათო მომენტების კარში დარტყმით არ ასრულებდნენ, ან ძელს არტყამდნენ, მაგალითად ისე, როგორც ეს პირველი ტაიმის მიწურულს ზორან მარუშიჩის დარტყმის შემდეგ მოხდა. მატჩის ბედი კი, შეხვედრის მე-7 წუთზე, ფაბიან სპორკსლედეს გოლმა გადაწყვიტა. ქართული დერბი, „დინამო თბილისმა" 1-0 მოიგო.

სატურნირო ცხრილი
გათამაშების კალენდარი

და ბოლოს, სხვათა შორის დღეს, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, ქართული დერბის დროს, მსაჯთა დელეგატი, ფიფა-ს არბიტრი ლაშა სილაგავა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯი, საფეხბურთო სფეროს არ დაშორებია, ის, ეროვნული ლიგის თამაშებზე, ოფიციალურ პირად, დღეს პირველად გამოჩნდა.





ჩვენ








