„ქუთაისმა“ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო
„ქუთაისმა“ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო
17.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სეზონი დღეს, ოფიციალურად დაიწყო. კორონა ვირუსის პანდემიით დროებით დაკანონებული რეგულაციების გამო, ის კვლავ გულშემატკივრის გარეშე ტარდება. ამას გარდა, შემჭიდროვებული გრაფიკის გამო, რაც ისევ და ისევ, ზემოთაღნიშნული რეგულაციებიდან გამომდინარეობს, საკალათბურთო სეზონის გახსნა და ჩემპიონატის ტრადიციული წინმსწრები სუპერ-თასის მატჩი ერთ დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

ერთი კვირით ადრე, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში განცდილი მარცხი, კოტე ტუღუშის „ქუთაისმა" კარგ გაკვეთილად მიიღო და ახალი საკალათბურთო წლის მეორე ფინალი, მოიგო. ლეგენდარული ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასისთვის მატჩში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა, საქართველოს თასის მფლობელი "ქუთაისი", ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „რუსთავს" დაუპირისპირდა.


დუდუ დადიანის მემორიალზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, „რუსთავი" ჯერ-ჯერობით ვერ არის იმ კონდიციაში, რის ხარჯზეც გუნდმა 2020-2021 ქლების სეზონი მოიგო. თუმცა, ეს მხოლოდ ახალი სეზონის დასაწყისია და რუსთაველები, იმედია, გამოსავალს მალე მოძებნიან. მანამდე კი, დღეს, სუპერთასისი შეხვედრაში მათ მხოლოდ ერთი, ბოლო მეოთხედის მოგება მოახერხეს, 22-17. აღსანიშნავია, რომ მესამეშიც, ძალიან არ შეურცხვენიათ თავი, რადგან მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 20-21 წააგეს. თუმცა, თამაშის ბედი, ამ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო. კოტე ტუღუშის შეგირდებმა, პირველ მეოთხედშივე მოახერხეს მოგებაზე განაცხადის გაკეთება, როცა 12-25 მოიგეს. აი, მეორე მეოთხედში კი, 25-ქულიანი გაქცევა მოახერხეს, პერიოდი 4-29 მოიგეს, ტაიმი კი, 16-54, 38-ქულიანი სხვაობით მოიგეს. შესაბამისად, შეხვედრის მეორე ნახევარშიც, დიდად აღარ მოიკლავთ თავი და რესურსი, სუპერლიგაზე, სასტარტო შეხვედრისთვის შეინახეს, რომელსაც, 22 ოქტომბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, „ვერა"-ს წინააღმდეგ გამართავენ. დღეს, კი შეხვედრა საბოლოოდ, 58-92 დასრულდა, იმერელთა გუნდის სასარგებლოდ.  ერთადერთი, რაშიც ამ დღეს, რუსთაველებმა ქუთაისელებს აჯობებს და ისიც მხოლოდ ერთი ქულით, ე.წ ბომბარდირობაში აჯობეს. ქუთაისელებმა ვერაფერი მოუხერხეს, რუსთაველთა ამერიკელ უკანახაზელ, კრისტიან კილინგს, რომელმაც, საფეხბურთო ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ჰეთ-თრიქი გააკეთა: დააგროვა 18 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი გააკეთა. ამის საპირფეროდ, იმერელთაგან 17 ქულა ლუკ მეიერის ანგარიშზეა, 9 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე და 5 პასი, ადრიან ბოუის.


მატჩის სრული სტატისტიკა