
მხოლოდ ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ასეთია ქართველი ძიუდოისტების მეორე დღის მონაგარი პარიზის გრანდ სლემზე. ტურნთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სტატიაში, ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი ტატო გრიგალაშვილისკენ იხრებიან და თუკი, ბევრი ძიუდოსიტი ისე იჭიდავებს, როგორც -81კგ-ში მოასპარეზე ქართველი, ძიუდო უფრო სანახაობრივი და საინტერესო გახდება მაყურებლისთვის, მთელს მსოფლიოში.

საწყენად არა, მაგრამ პარიზში ქართული გუნდი ცოტა „მძიმედ" გამოიყურებოდა. დაახლოებით ამ განწყობით (პირადად ჩვენი გვერდის დაკვირვებით) დაიწყო ასპარეზობა დღეს ტატო გრიგალაშვილმაც. ქართველს, ორი შიდო ჰქონდა, როდესაც, მონღოლ ბუტულგასთან, ვაზარის აღება მოახერხა და ¼ ფინალში გავიდა. აქ, ტურნირის მასპინძელ, ფრანგ ძიუდოისტს გადაეყარა. მასპინძელი ვაზარით მალევე დაწინაურდა. თუმცა, ტატომ ჯერ ვაზარი გაუქვითა, შემდეგ კი, ე.წ. „ავასეტე" იპონოთ დაამარცხა და გათამაშების 1/2 ფინალში გავიდა. აქ, იაპონელ ფუჯივარასთან ტატომ მოახერხა შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარის აღება და დაწინაურება. შემდეგ, კვლავ ორი შიდო მიიღო. თუმცა, გამარჯვება და ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც, კიდევ ერთი იაპონელი ელოდა. აი აქ, კი ძალიან მოულოდნელად, ტატომ ვაზარითა და ვაზარი „ავასეტეთი" წააგო და მხოლოდ, პარიზულ ვერცხლს დასჯერდა.

-90კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა მაისურაძე. პირველი შეხვედრის მოსაგებად ქართველს, ბეწვის ხიდზე გავლა მოუხდა, რადგან შეხვედრის დაწყებისთანავე, რუსეთის წარმომადგენლ დავიდ ოგანესიანთან, დასაწყისშივე ორი შიდო დააგროვა. საბედნიეროდ, მალე ოგანესიანისაც ორი შიდო დაუგროვდა და ამ მხრივ, ვითარება გათანაბრდა. დამატებით დროში კი, ქართველმა იპონით გამაჯვება და 1/4 ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც იაპონელ კენტა ნაგასავას დაუპირისპირდა. ლუკას ამ შეხვედრაში დამატებით დროში მოუხდა ბრძოლა, თუმცა, ამჯერად მესამე შიდო მიიღო და 1/2 ფინალშიც იაპონელი გავიდა. აქ, მოვლენებს გადავასწრებთ და გეტყვით, რომ კენტა, საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ლუკას კი, ვერცხლის მედლისთვის გზაზე, რეპეშაჟიში, ჯერ, ავსტრიის სახელით მოასპარეზე, ვაჰიდ ბორაჩაშვილის, შემდეგ კი, ფრანგი ალეს მატეუს დამარცხება მოუხდა. ბორჩაშვილს ვაზარით, ფრანგს კი, საკუთარ კედლებში, იპონით წაართვა ბრინჯაო.

ბრინჯაოს მედალი მოიგო -100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ონისე სანებლიძემაც. ქართველს, დაახლოებით 20 წამი დასჭირდა, რომ ჯერ ვაზარი აეღო, შემდეგ კი, ვაზარი-ავასეტე-იპონით ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასპარეზობა კი, ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვერდაში, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ჰამზატ საფარბაევი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი, დამატებით დროში რუმუნელ გონსალესთან, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟიში გადაერთო. სადაც მისი მეტოქე, კიდევ ერთი ფრანგი კლემენტ დელვერტი, იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ რომ ასპარეზობის პირველ დღეს, ვერცხლის მედალს დაეუფლა -57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირზე ჩვენები მხოლოდ 5 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი, აქედან ერთში, ჯანმრთელობის გამო ასპარეზობა ბოლო მომენტში ვერ მოახერხა ვაჟა მარგველაშვილმა, პარიზის გრან სლემზე მიღწეული შედეგი, შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.
მომდევნო ტურნირზე, რომელშიც ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ, ბაქოს გრან სლემია, რომელიც ნოემბრის დასაწყისში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში გაიმართება.
ფოტო: IJF / (c) Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








