ფინალი ითამაშა, რეიტინგში წაიწია!
ფინალი ითამაშა, რეიტინგში წაიწია!
18.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმისდა მიუხედავად, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალი ბრიტანელ ქემერონ ნორისთან, საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ დუელში წააგო, ქართველმა ჩოგბურთელმა იმდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა, რომ განახლებულ რეიტინგში რამდენიმე ადგილით აიწია და ახლა, 2066 ქულით 27-ე პოზიციაზეა. ATP 1000 Masters-ზე, ქართველოს გამოსვლა კიდევ ერთი გარემოების გამოც არის წარმატებული - ბასილაშვილი პირველია, ჩვენი ქვეყნიდან, რომელმაც რიგით მეხუთე ტურნირის ფინალში გასვლა და თამაში მოახერხა.

„რა თქმა უნდა, ფინალში სტრესი კიდევ უფრო მოიმატებს, მაგრამ ჩემი მიზანი სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გაკონტროლება იქნება. თუ შევადარებთ ჩემს თამაშს იმ ნიკოლოზ ბასილაშვილს, სადაც ტიტულების მოპოვება შევძელი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგ ჩოგბურთს ახლა, ამ ტურნირზე ვაჩვენებ, მაგრამ კიდევ ბევრ სათამაშო ასპექტზე მაქვს სამუშაო და გარკვეული დეტალებია დასახვეწი - მომავალში სწორედ ამას დავუთმობ დიდ ყურადღებას",  - აღნიშნა ბასილაშვილმა 1/2 ფინალში წარმატების შემდეგ და თუ დღევანდელ თამაშს გადავხედავთ, მას ხელი სწორედ სტრესმა, ზედმედმა ნერვიულობამ და პატარ-პატარა ხარვეზებმა შეუშალა ხელი, რაც მეორე სეტის შუაწელიდან დაიწყო და ნელ-ნელა ქართველი ჩოგბურთელის მარცხში გადაიზარდა.


თუ არ ჩავთვლით, საკუთარ მოწოდებეზე წაგებულ ერთ გეიმს, პირველი სეტი ქართველმა იდეალურად ჩაატარა, საკმაოდ კარგი კლასის ჩოგბურთი შემოგვთავაზა, (3-1-დან) 5 გეიმი ზედიზედ მოიგო და დამსახურებულად გაიმარჯვა. კარგად დაიწყო მეორე სეტიც, და ანგარიში წაიყვანა. ნორიც, საკმაოდ აღელვებული ჩანდა და ცდებოდა, მაგრამ მალე ბასილაშვილის შეცდომებმა მისი გადაძალა. ბრიტანელმა კი, პირიქით, ნელ-ნელა სიმშვიდეც იპოვა და თამაშის კარნახიც დაიწყო, რაც ბასილაშვილზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა და შეცდომებისკენ უბიძგებდა. უბრალო მაგალითი მატჩის შემდგომი სტატისტიკიდან - ნორიმ დაუშვა 25 უნებლიე შეცდომა, ბასილაშვილმა 49! მოიხედავად იმისა, რომ ინდიან უელსის ფინალი ორივესთვის სადებიუტო იყო, აქ, უფრო მყარი ფსიქოლოგიურად, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრიტანელი ჩოგბურთელი აღმოჩნდა. მატჩის ბედი კი, მეორე სეტმა განაპირობა, რომელიც ნიკამ წააგო. დასკვნით სეტში კი, ერთ მოგებულ გეიმს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ჩვენიანის წინააღმდეგ იყო. ბასილაშვილმა (3-6, 6-4, 6-1) წააგო.


შეგახსენებთ ქართველი ჩოგბურთელის გზას ფინალამდე:


პირველი შეხვედრა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსის წინააღმდეგ ჩაატარა . 1 საათსა და 16 წუთში, ანგარიშით 6-4, 6-3 დაამარცხა და „მასტერსის" მომდევნო წრეში გავიდა. აქ მისი მეტოქე, ესპანელი ალბერტ რამოსი იყო, რომელთან „დუელით" ორსაათნახევარი გაგრძელდა და საბოლოოდ ჩვენიანის გამარჯვებით,  4-6, 7-6(2), 6-2 დასრულდა. მომდევნო მეტოქე, 1/8 ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვს იყო, რომელთანაც ბასილაშვილს მოსაგებად თითქმის 2 საათი დასჭირდა, თუმცა, ბოლოს მაინც აჯობა 6-4, 7-6(6) და გათამაშების მორიგ ეტაპზე გადავიდა. აქ კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, როდესაც, პროფესიულ ტურში, ორი საათისა და 11 წუთის შედეგ, პირველად მოახერხა დბერძენი სტეფანოს ციციპასის დამარცხება 6-4, 2-6, 6-4 და 1/2 ფინალში გავიდა. თუკი, ნიკა 1/2 ფინალური ეტაპის გავლასაც მოახერხებდა, ის, ფინალის შედეგის მიუხედავად, ასეც და ისეც, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალ გვერდს დასწერდა და მან ეს მოახერხა კიდეც, რადგან 1 საათსა და 43 წუთში, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი, ორ სეტში, 7-6(2), 6-3 დაამარცხა.


ბუნებრივია, ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ნიკასგან,  ინდიან უელსის მასტერზეც, მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა, თუმცა, ჩვენი პირადი მოსაზრებით, ბასილაშვილს წინ კიდევ ბევრი წარმატება აქვს. ამისთვის კი, სპორტსმენს პირველ რიგში არასტრესული გარემო და ფსიქოლოგიური სტაბილურობა სჭირდება.