
თითქმის ერთდროულად, იტალიასა და უნგრეში ორი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელზეც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, წარმატებით იასპარეზეს.
იტალიის ქალაქ მენტანაში, ქართულმა წყვილმა, სპორტულ ცეკვებში, მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, საერთაშორისო ტურნირი, " Mezzaluna Cup"-ის მოგება მოახერხეს. კაზაკოვა-რევიას წყვილმა 186.78 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენები, მაყურებლის წინაშე ახალი ოლიმპიური პროგრამით წარსდგნენ. ასპარეზობა 16-17 ოქტომბერს ჩატარდა.
დღესვე დასრულდა, საერთაშორისო ტურნირი უნგრეთშიც. ბუდაპეშტში, 15-17 ოქტომბერს, „2nd Budapest Trophy 2021" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები ალინა ურუშაძე ( ერთეული ქალები), ასევე, ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი.

მეტელკინა-პარკმანის წყვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი მიმდინარე სეზონზე პირველი იყო. საქართველოს სახელით კი, ერთად, მათ, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მეორედ იასპარეზეს. ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულა დააგროვეს და მეორე საპრიზო ადგილი, შესაბამისად, ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.
საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა ალინა ურუშაძემაც, რომელმაც 14 ქვეყნის 20 მოციგურავე ქალს შორის 179,14 ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები, მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, განსაკუთრებით ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიანტი სპორტსმენებისთვის, ყველა ტურნირი, მათ ახალი პროგრამების სრულყოფასა და დახვეწაში ეხმარება.





ჩვენ








