სუპერლიგის პირველი სათამაშო ტურში „ტიტები“ დაწინაურდნენ
სუპერლიგის პირველი სათამაშო ტურში „ტიტები“ დაწინაურდნენ
18.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2021-22 წლების სეზონის გათამაშება 17-18 ოქტომბრის მატჩებით დაიწყო. 1 ტურის პირველ საასპარეზო დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სეზონის სასტარტო შეხვედრაში, გასული გათამაშების მესამეადგილოსანი თბილისის „დინამო" თსუ-ს დაუპირისპირდა. გამომდინარე იქიდან, რომ დინამოელებმა, დუდუ დადიანის მემორიალში გამოსვლისგან თავი შეიკავეს, ქართული კალათბურთის ქომაგებს, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული კლუბის თამაშის ხილვა ყველაზე მეტად აინტერესებდა. მითუმეტეს, რომ გასულ სეზონზე, არ გვიწყენენ დინამოელები თუ ვიტყვით, რომ კლუბს რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ გაუმართლა, როდესაც, საბოლოოდ საპრიზო სამეულში მოხვდა.

მატჩის მიმდინარეობას თუ გადავხედავთ, ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა „დინამომ", რომელსაც ამ სეზონიდან, ჟულივეტ ტუჯანი წვრთის და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მთელი მატჩის მანძილზე, მდევრის სტატუსი მოირგო და მხოლოდ ერთი, ბოლო პერდოდის მოგება შესძლო. თუმცა, საბოლოოდ, მაინც 10 ქულიანი სხვაობით, 87-97 წააგო.  სხვათა შორის დანაკლისით იასპარეზა თსუ-მაც, რომლის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, გიორგი ცინცაძე, დადიანის მემორიალზე, ჯვარედინი მყესი დაიზიანა და აქტიურ სპორტს რამდენიმე თვით გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, თსუ, მთელი მატჩის მანძილზე 16-18 ქულით ლიდერობდა. თსუ-ელთაგან კი, ამერიკელი ლეგიონერი ლოველ ქაბილა იყო გამორჩეული, რომელმაც 34 ქულა დააგროვა საბოლოოდ, 6 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. შესანიშნავი სტატისტიკა მოაგროვა ეროვნული ნაკრების წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. რაც შეეხება დინამოელებს, ჟოლივეტ ტუჯანის გუნდში 25 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 20 ქულით და 7 მოხსნით ანზორ ნადირაძე გამოირჩა.


***

პირველი გამარჯვება იზეიმა „ვერამ", რომელმაც „ბათუმს" უმასპინძლა და 83-74 დაამარცხა. ისევე, როგორ „დინამომ", დუდუ დადიანის მემორიალი, „ბათუმმაც" გამოტოვა. შესაბამისად, სუპერლიგის სასტარტო შეხვედრაში ამ გუნდის  ნახვაც საინტერესო იყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთილი აჭარული გუნდი, თავიდანვე ჩამორჩა. საპირისპიროდ, თამაშის ორგანიზებაში ვერელებს ნაკლები პრობლემები ჰქონდათ და მატჩის სადავეებს საიმედოდ ფლობდნენ.


პირველი პერიოდი მასპინძლებმა 20-15 მოიგეს. მეორეში, ლიდერობას 4 ქულა შემატეს და დიდ შესვენებაზე 9 ქულით გავიდნენ. შედეგიანები იყვნენ ვერელთა ლეგიონერები და გუნდის კაპიტანი ვახტანგ ქადარია, რომელსაც საბოლოოდ 23 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბათუმელები ბევრს ეცადნენ, ვეღარაფრი შეცვლეს. შეხვედრა ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულთა შორის 18 ქულით, 13 მოხსნით და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი.  „ბათუმში"  ყველაზე შედეგიანი, 19 ქულით ოთარ პერტაია იყო.


***

სუპერლიგის პირველი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „ოლიმპი" და „მეგა" დაუპირისპირდნენ. სუპერლიგის დებიუტანტისთვის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა "ა" ლიგიდან გადმოსული გუნდი დამაჯერებლად, 86-72. „მეგამ", შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყო. დემონტე ფლანიგანის შედეგიანობით სუპერლიგის დებიუტანტები 22-11 დაწინაურდა. შესაბამისად, „ოლიმპის" მწვრთნელმა, დავით როგავამ წუთშესვენება აიღო. სწორმა მინისნებამ შედეგი გამოიღო და საწყისი პერიოდის ბოლოსთვის „მეგას" უპირატესობიდან მხოლოდ, 3 ქულა დარჩა. მეორე მეოთხედიდან კი, „ოლიმპი" თამაშის სადავეებიც და ანგარიშიც ხელში აიღო და ის აღარ დაუთმია.


ამ მატჩში, ფაქრვეშ, შედეგიანობით გამოცდილი ილია ლონდარიძე გამოირჩა. თამაშის ბოლოს, მისი გვარის გასწვრივ, 21 ქულითა და 9 მოხსნა დაფიქსირდა.  10 ქულა და 10 მოხსნა ბუნდუ აბდულაის ანგარიშზეა. 16 ქულა კენდრიკ ტომპსონმა მითვალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 14 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. მეგაში 18 ქულით დემონტე ფლანიგანი გამოირჩა. ოთარ ბულიავამ 13 ქულა დააგროვა.


***

დღევანედლი დღის ბოლო შეხვედრაში, რომელიც ასევე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, „ტიტები", „კაკტუსს" დაუპირისპირდა. ეს „ბოტანიკური" მატჩი, „ტიტების" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 99-68 . მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო სეზონი ახლა იწყება და ჯერ ზედმეტია, რომელიმე გუნდის უპირატესობაზე საუბარი, ფაქტია, რომ „ტიტები" მიმდინარე გათამაშებას სხვებთან შედარებით, უფრო მომზადებულები შეხვდნენ. ბესიკ ლეჟავას გუნდმა პირველი პედიორი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგო და არჩილ ჟღენტის გუნდს საფიქრალი გაუძლიერა. ამ უპირატესობას „ტიტები" ყოველ მეოთხედში ზრდიდნენ, საბოლოოდ კი ეს უპირატესობა 31 ქულაში აისახა. ტიტებიდან ყველაზე შედეგიანი ისააკ ასტატი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგოროვა. „კაკტუსიდა" ყველაზე შედეგიანი კი, 16 ქულით რიკი მედისონი.


სუპერლიგის მომდევნო სათამაშო დღეები, 22-23-24 ოქტომბერია.

გათამაშების ცრხილი