ფუტსალში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2022-ზე ცნობილია
ფუტსალში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2022-ზე ცნობილია
18.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, ევრო 2022 წლის ჩემპიონატზე, საქართველო ნაკრები D ჯგუფში, ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ევროპის მომავალი ჩემპიონატის წილისყრა დღე საღამოს, ნიდერლანდის უტრეხტის პროვინციის ქალაქ ზეისტში  გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის თავის პირველი ფინალური ეტაპის, პირველ ჯგუფურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

„ძალიან რთული ჯგუფია რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე, იოლი ჯგუფი არ არსებობს. არავის არ ჰქონდა ილუზია, ვიდრე კენჭისყრა დაიწყებოდა, რომ იოლი ჯგუფი შეგვხდებოდა. ვნახოთ. კარგი გამოწვევაა, პირველად ვითამაშებთ ევროპას და ყველას გვაიტერესებს, როგორ ვიზამთ, რას ვიზამთ და რა დონეზე ვიქნებით ევროპისთვის",  - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ნიდერლანდებში გამართულ წილისყრას ესწრებოდა.




მომდევნო შეხვერაში ავთადნილ ასათიანის გუნდი 26 იანვარს ბოსნია და ჰერცოგოვინას გუნდს დაუკავშირდება. 29 იანვარს კი, საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


ჯგუფში, ჩვენი მეტოქეებიდან საქართველოს ნაკრებს ორთან თამაშის გამოცდილება აქვს. აზერბაიჯანთან, რომელთანაც ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გამართული, აქედან 1 მოგებული და 1 წაგებული. ჩვენი მეზობლები, ძირითადად ბრაზილიელი ნატურალიზებული ფეხბურთელებით არიან დაკომპექტებულები და მწვრთნელიც ბრაზილიელი ჰყავთ, არიან საკმაოდ ტექნიკურები და ტურნირზეც ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ გუნდად ითვლებიან.


აი, ესპანეთი ნაკრებთან კი, რომელიც ჯგუფის ლიდერად არის მიჩნეული, ცოტა უსიამოვნო მოგონება გვაქვს. 2019 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენი ნაკრები 0-2-ს აგებდა, თუმცა, ორი გოლის გაქვითვა მოვახერხეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ, გამოცდილებამ, თავისი ქნა და ესპანელებმაც მესამე გოლი გაგვიტანეს. შეხვედრა 2-3, ესპანეთის სასარგებლოდა დასრულდა.


ევრო 2022-მდე კი, რომელიც ნიდერლანდებში, 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, წელს პირველად 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის თამაშები, ამსტერდამში, Ziggo Dome და MartiniPlaza დარბაზებში, ასევე გრონინგემი გაიმართება. სწორედ გრონინგემში იასპარეზებს ჩვენი ნაკრებიც.


ტურნირის დებულების თანახმად, 1/4 ფინალში, 4 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა.  მეოპთხედფინალური შეხვედრები 31 იანვარსა და 1 თებერვალს გაიმართება. ევრო 2022-ის მომდევნო ეტაპი, 1/2 ფინალური მატჩები, 4 თებერვალს ჩატარდება. 6 თებერვალს კი, ამსტერდამში, ჯერ მესამე ადგილის მფლობელი გაირკვევა, შემდეგ კი, ევრო 2022-ის გამარჯვებულიც გამოვლინდება.


მანამდე, კი, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 3 თვე რჩება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევრო 2022 წლამდე დარჩენილ დროში, კერძოდ კი, დეკემბერში, საქართველოს ნაკრები 4 სპარინგის გამართვას გეგმავს. თუმცა, თუ ვინ ან, კონკრეტულად რამდენი ამხანაგური შეხევდრის გამართვას მოახერხებს ჩვენი გუნდი, ამ ეტაპისთვის უცნობია.