ვაჟთა ეროვნულ ერთი მატჩი დაემატა
ვაჟთა ეროვნულ ერთი მატჩი დაემატა
19.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნოემბრში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთით მეტ შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი, როგორც სფფ-ს სანაკრებო გვერდი იუწყება, 2021 წლის ბოლო მატჩში, საკუთარ მოედანზე უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. თუმცა, ფედერაციის გვერდი არ აკონკრეტებს, თუ „საკუთარ მოედანში", კონკრეტულად კვლავ „ბათუმი არენას" გულისხმობს, თუ ყველა იმ მოედანას, სადაც ამ სივრცის ამოქმედებამდე, ეროვნულ ნაკრებს უწევდა თამაში - ქუთაისში, გორში, თბილისში.

თუმცა, მანამდე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი აქვთ დასახური. დასკვნით შეხვედრას, ჩვენები, ბათუმი არენაზე,  შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.  საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.