პარადოქსების ქვეყანა - კოვიდის 5000-ზე მეტი შემთხვევის ფონზე, ფეხბურთზე გულშემატკივარი დაუშვეს
პარადოქსების ქვეყანა - კოვიდის 5000-ზე მეტი შემთხვევის ფონზე, ფეხბურთზე გულშემატკივარი დაუშვეს
19.10.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

საქართველოში კორონა ვირუსის „ირმისებრი ნახტომის" ფონზე, საკოორდინაციო საბჭო, 20 ოქტომბრიდან, ანუ ხვალიდან, როდესაც ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი არის დაგეგმილი ბათუმში, გულშემატკივრის 33%-ის დაშვების გადაწყვეტილებს იღებს. ეს კი, ყველაფერი საკოორდინაციო საბჭომ, მას შემდეგ გააკეთა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვან თამაშზე, საქრთველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის, ბათუმის ტრაგედია მოიყვანა მიზეზად და უკვე გაყიდული ბილეთებიც ტურნირის მასპინძლებმა, უკან დააბრუნეს. არადა, სხვადასხვა ქვეყანაში, მსგავსი და ზოგჯერ უფრო მძიმე ტრაგედიების დროსაც კი, გულშემატკივრისთვის, სტადიონებზე შესვლა არ აუკრძალავთ. მაქსიმუმ საუნდთრექი არ ჩაიურთავ და წუთიერი დუმილი ყოფილა. სხვათა შორის, საქართველოში ბოლო საომარი მოქმედებების დროსაც კი, ჩემპიონატი არ შეჩერებულა.


შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს, თამაშს წინა დღით გამოტანილი,  ეს გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს აბსურდულია, მითუმეტეს, რომ შუა სამუშაო კვირაში, სტუმარი გუნდი, მე-12 მოთამაშის გარეშე რჩება და უკვე, არათანაბარ გარემოში აყენებს გუნდებს. ალბათ, ვინმეს საკოორდინაცი საბჭოსთვის ესეც უნდა აეხსნა.  ცალსახად, „ფეარფლეი"-ს პრინციპიც ირღვევა, რომლითაც უეფა-ს ფრთის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვალდებულია დაექვემდებაროს, ისევე, როგორც იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ „კოსოვოსთან ფეხბურთში" (უეფა-ს მიერ აღიარებულში) ვმეგობრობთ. თუმცა...


ასეა თუ ისე, ხვალ თამაშზე, პარადოქსული გადაწყვეტილებით, გულშემატკივარი დაუშვეს. ელიგის ინფოემაციით კი, შეხვედრას, კი, ისევე როგორც პირველი წრის, მე-9 ტურიში, თურქი მსაჯები მოემსახურებიან. ამჯერად, შეხვედრას, სტამბოლში დაბადებული, ყოფილი კალათბურთელი, 45 წლის, ჰუსეინ გიოჩექი გაუძღვება, მას კი თანაშემწის რანგში დაეხმარებიან ჯ. ელბილი (პირველი ასისტენტი) და მ ე თურალი (მეორე ასისტენტი), ხოლო მეოთხე მსაჯი საქართველოდან იქნება - ალეკო აფციაური.