საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უნგრეთში საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უნგრეთში საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
20.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის 2022 წლის ჩემპიონის საკვალიფიკაციო ჯგუფური რაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა 21 ფეხბურთლელი შეარჩია, რომელთა შორის ყველაზე მეტი, 8 მოთამაშე, „დინამო თბილისის აკადემიიდან არის", 5 სფფ-ს აკადემიიდან, 4 „საბურთალოდან", 2 ფეხბურთელი 35-ე სკოლიდან და თითო თბილისის „ლოკომოტივიდან" და მარტვილის „მერანიდან".

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).


მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).


ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).


თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).


ჩევნი 17-წლამდები 22 ოქტომბრიდან, 28 ოქტომბრის ჩათვლით, ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებენ. თამაშები, ჯგუფური ეტაპის ფორმატჩი, უნგრეთში, გაიმართება.  შეგახსენებთ, რომ საქართელოს 17-წლამდე ნაკრები, რომ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-4 ჯგუფიში ასპარეზობს - ისლანდიის, ესტონეთისა და ტურნირის მასპინძელი, უნგრეთის ნაკრებებთან ერთად.  პირველ შეხვედრას კი, ჩიტაურის გუნდი, 22 ოქტომებრს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


22. 10  / 19:00  საქართველო - ისლანდია

25.10  / 19:00  უნგრეთი - საქართველო

28.10 /  19:00 ესტონეთი - საქართველო


ოფიციალურ მატჩებამდე, საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის დაბა ტელიკის „გლობალ ფუტბოლ პარკის" საწვრთნელი კომპლესქის მოედანზე დღეს, პირველად ივარჯიშა.



ფოტო: სფფ  / ლაშა კუპრაშვილი