ქვეყნის ჩემპიონმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, სეზონის ლიდერმა კი 10-კაციან აუტსაიდერთან წააგო
ქვეყნის ჩემპიონმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, სეზონის ლიდერმა კი 10-კაციან აუტსაიდერთან წააგო
24.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა" 31-ე ტურის მატჩში, გასვლაზე, მოახერხა „საბურთალოსთვის" თამაში ეკარნახა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამით, თბილისელებმა, ბათუმის „დინამოსთან" 7-ქულიანი ჩამორჩენა 5 ტურით ადრე 4 ქულამდე შეამცირეს და კვლავ ინარჩუნებენ ტიტულის, ზედიზედ მესამედ მოგების შანსს.



30-ე ტურის მსგავსად, დინამოელთა ეს შეხვერაც უცხოელმა მსაჯებმა განსაჯეს. ამჯერად, თბილისურ დერბიში, რუმინელებმა იმსაჯეს. შეხვედრის მთავრმა არბიტრმა, 39 წლის მარსელ ბირსანიმ, რომელსაც უყვარს ყვითელი ბარათების ჩვენება, ამ შეხვედრაში გუნდებს მაქსიმალურად მისცა თამაშის საშუალება, თუმცა, 4 ყვითელი ბარათი მაინც აჩვენა, 2 ერთ გუნდს და 2-იც მეორეს. დაძაბულობის მიუხედავად, თამაში, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ერთად-ერთი რაზეც მატჩის შემდეგ გუნდების წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადრება, მიხეილ მესხის სტადიონის მინდვრის საფარი იყო, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებს, საკმაოდ უშლიდა ხელს. საგოლე მომენტებიც ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა უფრო მეტი დინამოელებს, რომელთაგან ერთი, საბურთალოელთა დაცვის დაუდევრობის გამო, დინამოელებმა გაიტანეს. შეხვედრის 30-ე წუთზე, ნოდარ ქავთარაძე ფლანგიდან ეცადა ბურთის გატანას, თუმცა, ოთო გოშაძემ ის მოიგერია და ბურთს კვლავ ქავთარაძე დაეუფლა, რომელმაც საკმაოდ უხერხული კუთხიდან ის, კარის ბადეში გადაგზავნა. „დინამო თბილისს" პირველ ტაიმში გოლამდე გახსნის და მეორე ტაიმშიც ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. ერთ მომენტში, კარგად ითამაშა დინამოელთა ესპანელმა მეკარემ, პრიეტომაც და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. თუმცა, ამ შეხვედრაში, მეტი გოლი, აღარ გასულა. „დინამო თბილისმა" 0-1 მოიგო.




***


ამავე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა სამტრედიაშიც, სადაც გასავარდნ ზონაში მყოფმა, უმწვრთნელოდ დარჩენილმა (გიორგი ცეცაძე, კონკრეტულ მატჩამდე გუნდიდან წავიდა), 10-კაციანმა „სამტრედიამ" გია გეგუჩაძის ლიდერი, ბათუმის „დინამო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. აღასანიშნავია, რომ მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ. პირვლი ტაიმის მიწურულს, გიორგი ახალაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. აქ, ოდნავ მოვლენებს წინ გადავასწრებთ და გეტყვით, რომ ერთი წითელი ბარათი ამ დღეს, ბათუმელებსაც უჩვენეს. ხარიტონაშვილმა, „დინამოს" სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი დასაჯა, რომელიც 72-ე წუთზე, მასპინძელთა კარში არდანიშნულ პენალტს დიდხანს აპროტესტებდა. მეორე ტაიმში, კი სამტრედიალთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. თუმცა, ბექა ქურდაძემ, ამჯერად გიორგი ფანცულაიას დარტყმული აიღო. შეხვედრის 90 ძირითად და 8 დამატებულ წუთში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა, გოლი ვერ გაიტანა. ალბათ, შეხვედრაც ფრედ დასრულდებოდა, რომ არა 90-ე წუთზე, შემოსულმა ანატოლი მესიაჩენკომ, რომელმაც ავთო ენდელაძის გადაცემის შემდეგ, ლაზარე კუპატაძეს შანსი არ დაუტოვა. „სამტრედიამ" საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხევდრა მოიგო და გასავარდნი ზონიდან ფლეი-აუთში ამოსვლის მიზერული შანსი მიიღო.


***


ფოთში, „ფაზისის" სტადიონზე 0-1 დასრულდა შეხვედრა, ქობულეთის „შუქურასა" და თბილისის „ლოკომოტივს" შორის. ერთადერთი გოლი ამ მატჩში, 35-ე წუთზე, დავით უბილავამ გაიტანა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, გია ჭიაბრიშვილმა ამჯერად საკუთარი კარი რევაზ თევდორაძეს ანდო, რომელმაც ქობულეთელებთან მატჩში გაუმართლა.


***


2-0 დასრულდა შეხვედრა გორში. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილასა" და „სამგურალის" დაპირისპირებაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, გორელებმა სოსო ფრუიძის „სამგურალი" მაინც გატეხეს. უსმანე კამარამ გოლი 62-ე წუთზე გაიტანა აი, 88-ე წუთზე კი მისი გადაცემით, უკვე, ირაკლი ბიძინაშვილმა გაზარდა ანგარიში ორამდე. „დილამ", ეროვნული ლიგის მესამე საფეხურის დასაკავებლად, ამ გამარჯვებით სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ, მით უმეტეს, რომ ოდნავ მოგვიანებით, ამ ტურამდე თანაბარი ქულებით მყოფმა „საბურთალომ", ამავე ტურში,  „დინამო თბილისთან" წააგო.


***


ამ ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი, თელავში, კავკასიონ არენაზე ჩატარდა. „თელავისა" და „ტორპედოს" დაპირისპირებაში, რომლებიც მე-7 და მე-8 ადგილებზე არიან სატურნირო ცხრილში, პირველი ძლიერთა შორის მშვიდად ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, მეორეს კი, ფლეი-აუთის ზონიდან თავის დაღწევა უნდოდა. ამასთან, თელაველები, საკუთარ მოედანზე, უკომპრომისობითაც გამოირჩევიან. თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ ეს გათვალეს კარგად ტორპედოელებმა და თორნიკე ახვლედიანმა, მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ეს იყო ერთგვარი შოკი მასპინძლებისთვის. ტორპედოელიბი კი, ამასაც არ დასჯერდა და მე-10 წუთზე კლვავ ახვლედიანმა დუბლიც გაიფორმა. კახელები, პირველი 10 წუთის შოკიდან კარგა ხანს მოუნდნენ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად, ამისა,  27-ე წუთზე რაფაელ ჩუკვურამ ერთი ბურთი გაქვითა. „თელავს" თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა. თუმცა, ტაიმის მიწურულს დმიტრი რეკიშის გოლით, იმერულმა გუნდმა, მატჩის საწყის წუთებზე მოპოვებული სტატუს-კვო აღადგინა.  უხვგოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში გოლი აღარ გასულა, „ტოროედომ" 1-3 გაიმარჯვა და „თელავთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.



სატურნირი ცხრილი

მომდევნო ტური