9 მონაწილიდან სამმა მედალი მოიგო
9 მონაწილიდან სამმა მედალი მოიგო
25.10.2021
ავტორი: მამუკა აფციაური


მედლების 25 კომპლექტი გათამაშდა მონტენეგროში, ქალაქ ბუდვაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ჩვენები სამ წონით კატეგორიაში მედლების მოგება მოახერხეს:  ლაშა გაგნიძე (63,5 კგ) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი გახდა. ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი საჯაიას (54 კგ), რომელმაც ვერცხლის მედალი მოიგო. გიორგი ჟორჟოლიანმა (71 კგ) კი, ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. თუმცა, ამ მშრალი სტატისტიკის კარდა, ჩვენი გვერდი ტურნირის შესახებ ცოტა კიდევ მეტის გაგებას შეეცადა და ახლა გთავაზობთ, eubcboxing.org-ის მიერ, -ის ახალგაზრდული ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ქართელთა ასპარეზობის შესახებ გავრცელებულ ამონარიდებს.


„ქართველ ლაშა გაგნიძე ფანტასიკური გამოსვლა ჰქონდა, მათ შორის რაც EUBC -ის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში. ბელარუსი მატვეი დავიდაუ, ფინალურ ორთაბრძოლაში უძლური იყო ის შეეჩერებინა", - წერს, 63,5კგ წონით კატეგორიაში ასპარეობის დასრულების შემდეგ. ლაშას, ფინალში გასვლა თუ არა, რომელიმე ყალიბის მედლის მოპოვება ასპარეზობის დასწყისიდან უწინასწარმეტყველეს, ვინაიდან ქართველმა გზიდან აღნიშნულ წონაში, გამოკვეთილი ფავორიტი, რომელსაც ოქროს მედალს უქადნენ პირველ რაუნდშივე გამოთიშა ასპარეზობიდან.


საბა ტყებუჩავამ, რომელმაც 2018 წლის EUBC-ის სასკოლო ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, მომდევნო წლებში საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ვეღარ მოახერხა. „მხოლოდ პატარა ტურნირებში", წერს ზემოთხსენებული გამოცემა და დასძენს, რომ 60კგ-ში მოასპარეზე ქართველმა, თურქი დოანაი ოზთუქრის დამარცხების შემდეგ, მაინც მოახერხა 16 საუკეთესო სპორტსმენს შორის გასვლა.


67კგ წონიათ კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ნიქაბაძეს, ევრიპის ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ერთ-ერთ პერსპექტიულად თვლიან. ბუდვაში, გამართულ ჩემპიონატში, ქართველმა ახალ წონით კატეგორიაში იასპარეზა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშვლია ტექნიკურის უნარები წარმოეჩინა, განსაკუთრებით ეს მოლდოველი სპორტსმენსი წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩნდა.


EUBC-ს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი საჯაიამ, რომელიც 54კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, თავი განსაკუთრებით, მეორე ბრძოლისას წარმოაჩინა, როდესაც რუსეთის საუკეთესო წარმომადგენელს დანილ შუტოვს მოუგო.  67კგ წონით კატეგორიაში, რთული ორთაბრძოლა ჰქონდა ლუკა ნიქაბაძესაც, თუმცა, eubcboxing.org-ის ინფორმაციით ახალგაზრდა ქართველს, ბალტიისპირეთის წარმომადგენელთან გასამარჯვებლად, გამოცდილება დააკლდა.


2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც 2003 და 2004 წლებში დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ, ახალი წონითი კატეგორიების მიხედვით იყო წარმოდგენილი. აქედან, 12 წონით კატეგორიაში მედლების კომპლექტები გოგონებისთვის, 13-ში კი, ვაჟებისთვის გათამაშდა.


ბუდვაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც 38 ქვეყანა მონაწილეობდა, 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა სხვადსხვა ხარისხის მედლები მოიპოვეს, აქედან 18 ქვეყანა, სხვადასხვა წონითი კატეგორიების ფინალში იყო წარმოდგენლი. საერთო ჯამში, აღნიშნულ ტურნჯრზე გუნდური ადგილი რუსეთმა მოიპოვა, რომელმაც ქალთა შორის 7 ოქროს მედალი, მამაკაცთა შორის კი 4 მოიპოვა.


და ბოლოს, მონაწილეთა უსაფრთხოება, გამუდმებული სამედიცინო შემოწმებები, სოცილური დისტანცია, ჰიგიენური კონტროლი, პირბადეების მომხმარების მკაცრი გაკონტროლება - ორგანიზატორებმა ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურა ზედმიწევნით შეასრულეს და შესაბამისად, ტურნირზე რომელიც 10 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, კოვიდ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.