
ბაქოს გრან სლემი, რომელიც 5-7 ნოემბერს არის დაგეგმილი, ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურისთვის, პირველი შეჯიბრი უნდა ყოფილიყო. ის, საქართველოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განაცხადშიც იყო შეყვანილი და ძიუდოს ქართველი ქომაგი, მისგან, მორიგ ტიტულსაც ელოდა. თუმცა, -90კგ-ში მოასპარეზე ქართველს ზაგრების და პარიზის გრან სლემების შემდეგ, ბაქოს გრან სლემის გამოტოვებაც მოუწვეს, 26-28 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილი IJF-ის მორიგი ტურნეს კიდევ ერთი ეტაპისაც და დეკემბერში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატისაც, თუკი, მასში საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
„დღეს გაიკეთა მუცლის კუნთის პრესებზე, ერთ-ერთ ხაზზე ჰქონდა 1 სმ-იანი თიაქარი, მისი ოპერაცია. ოპერაცია საჭირო იყო, რათა მუცლის კუნთის თიაქარი არ გაზრდილიყო. გაკეთდა პრევენციის მიზნით, რომ ადრე დაეწყო ვარჯიშები და ადრე დაემთავრებინა რეაბილიტაცია.
დღესვე გვინდოდა ცხვირის ძგიდის გასწორება და პოლიპების ამოჭრა, მაგრამ იმის გამო, რომ ნარკოზის შემდგომ სუნთქვა უჭირდა და ოპერაციის შემდეგ, ყველა ვარიანტში ცხვირში ტამპონები სჭირდება, მეორე ოპერაცია, გადავწიეთ 2-3 დღით.
ნოემბრის ბოლოსთვის, დეკემბერში, ამ ყველა ოპერაციის შემდეგ,როცა უკვე მხარიც რეაბილიტურებული იქნება, ცხვირიც და დღეს გაკეთებული ოპერაციაც, დაიწყებს ვარჯიშს და იანვრიდან უკვე შეჯიბრებეში მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, რომლის სასწაულმა გათვლამ, ლაშა ბექაურს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ მოაგებინა.
ბექაურმა ოპერაცია დღეს, ტატიშვილის ცენტრში გაიკეთა და ჩვენი ინფორმაციით, რომელიც, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციიდან გვითხრეს, სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს.
და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ ბექაურის გარდა ბაქოს განაცხადაში აღარც გურამ თუშიშვილია.
ფოტო: (c) Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








