„სახლი“ ნელ-ნელა, ფუნდამენტიდან შენდება
„სახლი“ ნელ-ნელა, ფუნდამენტიდან შენდება
26.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოგებით დაასრულა გამოსვლა, საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა რუმინეთში გამართულ ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. B დივიზიონის მე-4 ჯგუფში, ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირის მასპინძელი რუმინეთის, ისრაელისა და მალტის ნაკრებები ასპარეზობდნენ. ტურნირის ბოლოს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 1 მოგებული, 1 ფრედ ჩატარებული და ერთიც წაგებული მატჩი, შესაბამისად, 4 ქულით დაუგროვდათ. თუ, რომელ ადგილს დაიკავებს ჯგუფში ჩვენი გუნდი, ეს დღეს, თბილისის დროით 18:00 დაწყებული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რომელშიც, რუმინეთი, ისრაელს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ რუმინელები ერთბურთიანი მშრალი ანგარიშით ან სამბურთიანი მეტობით მოიგებენ, ისიც, თუკი ისრაელი 1 გოლს მაინც გაიტანს, ჩვენები ჯგუფში მეორე ადგილზე იქნებიან.

უეფა-ს მიერ, ასაკობრივ ტურნირზე შეტანილი ცვლილებების (დივიზიონებად დაყოფა) შემდეგ, B დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული  A დივიზიონის ჯგუფების მეოთხეადგილოსნებს უცვლის ადგილს. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კი, მომდევნო სეზონშიც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიუხედავად, კვლავ B დივიზიონში, მხოლოდ კარგი განწყობით დარჩება.


ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში, პირველი შეხვედრა მასპინძელ რუმინეთთან 1-2 წააგო. სასტარტო შეხვედრაში, ანგარში მასპიძნებმა 37-ე წუთზე გახსნეს, თუმცა, ჩვენს გოგონებს ანგარიშის გასათანაბრებლად 6 წუთი დასჭირდათ. ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე, ლიზი მწყარეშვილმა გაიტანა გოლი. ბუნებრივია, რომ რუმინელები, საკუთარ კედლებში 3 ქულის აღებას დასჯერდებოდნენ მხოლოდ და შესაბამისად, მთელი თამაშის გაკონტროლება და მე-60 წუთზე, ჩვენს კარში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ამ დღეს, რუმინელებმა, საქართველოს ნაკრების კარის ჩარჩოს მიმართულებით 11-ჯერ, ჩვენ კი მხოლოდ, 2-ჯერ დავარტყით.




თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა, ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ჩვენი გოგონების მეტოქე ისრაელის ნაკრები იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, თამაშს, ისრაელის ფეხბურთელები სრულად აკონტროლებდნენ. ამაზე, მატჩის შემდგომი სტატისტიკაც მეტყველებს, სადაც ჩვენ მოწინააღმდეგეს, მხოლოდ ყვითელი ბარათების რაოდენობით ვაჯობეთ, კარის ჩარჩოს მიმართულებით კი, მხოლოდ 2-ჯერ დავარტყით. აქედან ერთი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმის სტარტზევე, „გორი იუნატედის" ახალგაზრდა შემტევის ეთერ სულაშვილის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში, რომელიც თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა, გაათანაბრა. ისევე, როგორც პირველ მატჩი, ჩვენები ამჯერადაც კონტრშეტევეზე ცდილობდნენ ეთამაშათ.




განსხვავებით საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა, მალტას არც ერთი ქულა, მიმდინარე ტურნირზე აღებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ის, ჯგუფის აუტსაიდერად ითვლებოდა. ეს გარემოება კი, ლალე დავითაშვილის შეგირდებმა დღეს, (ფსიქოლოგიურად) ზუსტად გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ კარის ჩარჩოში დარტყმები, ორივე გუნდს თითქმის თანაბარი ჰქონდა, საჭირო გოლი, ჩვენ გავიტანეთ. ანგარიში 32-ე წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა და ამ ტურნირზე, მეორე გოლი გაიტანა. სხვათა შორის სულაშვილს, ანგარიშის გახსნა, მეხუთე წუთზევე შეეძლო, თუმცა, ამ მომენტში მეკარემ აჯობა. ამის შემდეგ, მაიკო ბებიასა და ელენე ენჯიბაძეს ჰქონდათ კიდევ, ანგარიშს გახსნის შესაძლებლობა. მალტელები, მეორე ტაიმის 65-ე წუთიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ეკა თაბაგარმაც, რამდენჯერმე ეფექტურად იხსნა კარი. აი, თამაშის მიწურულს, კი, რომელსაც ალბანელმა მსაჯებმა 8 წუთი დაუმატეს, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, მოახერხა ცივი გონებით თამაში და ანგარიში, რომელმაც საბოლოოდ, ჯგუფში პირველი 3 ქულა მოუტანა, შეინარჩუნა. საქრთველოს 19-წლამდე ნაკრებმა, უპირველესად, მომავალი სტაბილურობისთვის საჭირო თამაშის მოგება მოახერხა, 0-1.




გაკვეთილი ამ ტურნირიდან: პირველი - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდები, ნელ-ნელა დაცვაში თამაშს სწავლობენ და ანგარიშით, 0-19 და 0-23 წაგებები, ნელ-ნელა წარულს რჩება. მეორე - ჩვენი გუნდები, ნელ-ნელა, თუნდაც ეს კონტრშეტევის ხარჯზე იყოს, ახერხებენ მეტოქის ნახევარზე გადასვლის გარდა, გოლების გატანასაც, რაც წლების წინ, მხოლოდ ოცნება იყო.