
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა დღეს, რუმინეთში დასრულებულ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის B დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა და ტურნირზე, პირველი თამაში მოიგო და საბოლოოდ, 4 ქულა დააგროვა. 4 ქულა დაუგროვდა, ისრაელის ნაკრებმაც, რომელთანაც ჩვენ ფრედ, 1-1 ვითამაშეთ, თუმცა, მეტი გატანილი გოლების ხარჯზე, საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
„რთული თამაშები გამოგვივიდა. მოწინააღმდეგეებს შორის, როგორც ველოდით, რუმინეთი იყო ყველაზე ძლიერი გუნდი, თუმცა, შანის გქვოდან, რუმინეთთან ცოტა უკეთ გვეთამაშა და მოგვევო კიდეც. რუმინეთთან დაგვაკლდა ის, რომ გოლის გატანის უფრო მეტი შანსი გქვონდა, იყო ერთ-ერთზე გასვლები, მაგრამ ვერ გავიტანეთ გოლები. ისრაელსა და მალტას რაც შეეხება, ამ ორივე თამაშის ასევე შეგვეძლი მოგება. მალტასთან, ბავშვებვებმა ყველაფერი გააკეთეს. იბძოლეს იმისთვის, რომ წარმატებით გამოვსულიყავით, მაინც ვფიქრობ, რომ საბოლო ჯამში, ტურნი შედეგიანი იყო, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიყავით, მარტივად ვერავინ ითამაშა ჩვენთან და საბოლოო ჯამში. ალბათ, მალტასთან გამარჯვებას თუ არ ჩათვლით, სადაც უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, ისრაელთა ფრე, იყო ყველაზე მისაღები შედეგი. საბოლოო ჯამში 4 ქულა ავიღეთ, მაგრამ შეგვეძლი მინუმუმ 7 ქულა აგვეღო", - ამბობს ლალე დავითაშვილი TSFF.Ge-სთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ დასრულებულ ტურნირზე,საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს დანაკლისი ჰქონდა. გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ნათია დანელია, ქალთა ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, რომელსაც 19-წლამდეთა ტურნირის პარალელურად მსოფლიოს 2023 წლის საკვალოფიკაციო ფანჯარა ჰქონდა. ამას გარდა, რუმინეთთან მატჩში, ჩვენს გუნდს, მარცხენა მცველი, ანი აკობიძეც გამოაკლდა.
„საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუმუნეთთან უფრო მეტი შეგვეძლო, რაგდან რეალური მომენტები ხელიდან გავუშვით. გვგქონდა რამდენიმე, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ისრაელთან, უკვე რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა მცირედი ტრავმა. მაგალითად, ანი აკობიძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო, ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო. რა თქმა უნდა, სადღაც, გული გვწყდება რომ რუმინეთთან წავაგეთ. ვფიქრბთ, ნათია დანელია განსაკუთრებით რუმინეთთან, საკმაოდ დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა, ისევე როგორც სამივე მატჩში. რაც შეეხება მალტასთან დღევანდელ თამაშს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს შედეგი გვეჩვენებინა, საქრთველო გესახელებინა... საერთო ჯამში ვფქირობთ, რომ ცუდი შედეგი არგვგქონია", - ამბობს ანი ძაძუა, 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი და თბილისის „კვარტალის" ფეხბურთელი.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა თითო მატჩში თითო გოლი გაიტანა. აქედან ორი, ეთერ სულაშვილის, ერთიც კი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა. მწყერაშვილმა ტურნირის მასპინძელ რუმინეთს, სასტარტო შეხვედრაში, პირველი ტაიმის მიწურულს გაუტანა, მაშინ, როდესაც ანგარიში 0-1, რუმილელთა სასარგებლოდ იყო.
„პირველი თამაში ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო იყო. ვიცოდით, რომ რუმინეთი ფავორიტი გუნდი იყო და შესაბამისად, რთული თამაშ იქნებოდა. გვქგონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამ თამაშებითა და საბოლოო შედეგითაც არ ვართ უკმაყოფილო", - ამბობს ლიზი მწყერაშვილი, თბილისის „ნიკეს" ფეხბურთელი.
სხვათა შორის დღევანდელ მატცში, რამდენიმე მომენტი მაიკო ბებიასაც ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთელმა სამივე შეხვედრა შეუცვლელად და სტაბულურად ჩაატარა.
„მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისი გქვოდნა, ჯგუფში პირველი ქულა ისრაელთან, მაინც მოვახერხეთ და ავიღეთ. გქგვონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატი 2 თევა გაჩერებულია და ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკის გარეშე არიან", - ამბობს მაიკო ბებია, თბილისის „ნიკეს" კიდევ ერთი ფეხბურთელი.
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. 30 ოქტომბრიდან კი, საქართველოს ქალთა ლიგა, რომელიც კოვიდ პანდემიის გამო და სანაკრებო ფანჯრების გამო იყო შეჩერებული, მე-13 ტურის ერთი გადადებული შეხვედრით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ: „სახლი" ნელ-ნელა, ფუნდამენტიდან შენდება





ჩვენ








