
სლოვაკეთში, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩხაიძის გუნდს, რომელსაც მესამე ტურის მატჩამდე ხატია ჭყონია გამოაკლდა, მიკრო ტრავმის გამო კი, 22 ოქტომბერსაც ფინეთის წინააღმდეგ თბილისში გამართულ მატჩზე და ახლაც, თათია გაბუნია აკლდა, სლოვაკეთში გამგზავრებამდე ტატა მატვეევაც გამოაკლდა. საქართველოში, სანაკრებო შეკრებამდე გუნდს ლეგიონერი, ანა ჩემინავაც დააკლდა, არ იყო არც მარიამ კალაბდაძე. შესაბამისად, ქართველთა მთავარ მწვრთნელს, არსებული რესურსიდან, დიდი არჩევნაი არაღ ჰქონდა.
„ის ფეხბურთლები, რომ მოყოლოდა ქულას აუცილებლად წამოვიღბდით", - იტყვის თამაშის დასრულების შემდეგ TSFF.Ge-სთან საუბარში გიორგი ჩხაიძე და დასძენს: „თავიდანვე აღვნიშნე, რომ სლოვაკეთი, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ისინი, სწრაფად გადმოდიან დაცვიდან შეტევაში. თუმცა, მე-40 წუთამდე ყველაფერი ნორმლურად მიდიოდა, კარგად ვიდექით დაცვაში და ველოდებოდით მოწინააღმდეგის კონტრშეტევაზე დაჭერას. ზუსტად, ორ წუთით დაკარგა გუნდმა კონცენტრაცია და 2 გოლი გაუშვით. დავუშვით, ბავშური შეცომები, მოკლედ რომ ვთქვათ, თამაში, 2 წუთში წავაგეთ. იყო უშეღავათო ბრძოლა, გვგქონდა რამდენიმე კონტრშეტევა, თუმცა, ძალა აგარ გვეყო. მოწინააგმდეგემ აშკარად გვაჯობა ფიზიკურად".
მართლაც, სლოვაკთა ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ქალთა ნაკრები დაცვაში კარგად ახერხებდა თამაშს. სამართლიანობისთვის, უნდა აღნიშნოს, რომ თავდაჯერებული იყო, ჩვენი მეკარე თეონა სუხაშვილი, რომელიც წინა შეხვედრის მსგავსად კარგად გამოიყურებოდა. დღევანდემ მატჩში, ქართველთა მეკარეს 9 „სეივი" ჰქონდა. აქენდა, რამდენიმე მომენტში, სლოვაკებს, პირდაპირ კარის ხაზიდან ააცალა ბურთი. გოლი კი, სრულიად მოულოდნელად, თითქმის მოედნის ცენტრიდან შესრულებულ სტანდარტს მოჰყვა. სლოვაკებმა, მეორე გოლი მომდევნო წუთნახევარში გაიტანეს, ისარგებლეს ქართველთა პირველი გოლის შემდგომი შოკით. აი, ქართველებს კი, ორივე ტაიმში, მხოლოდ ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ.
და მაინც, სად დავუთმეთ, დღევანდელ შეხვედრაში მოწინააღმდეგეს? ამის შესახებ, ტელევიზორში ნანახი მატჩისგან განსხვავებით, ალბათ, მისი მონაწილე, უფრო ნათლად ახსნის რა და როგორ მოხდა.
„ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია, ეტყობა მოძრაობაზეც. სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ჩემპიონატის შეჩერებამ, დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ფიზიკურ კონდიციაზე და გვეტყობოდა კიდეც. თუმცა, ძალიან ბევრი ძირითადის მოთამაშე გვაკლდა ტატა , ხატიას და გაბუს ტრამვა აწუხებს, კოვიდის გამო ვერ იყო კალანდაძეც. კიდევ, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და აქედან გამომდინარე, ძირითადი ბირთვი, რომ ვყოფილიყავით, ვთვლი, მინიმუმ ქულაზე ფიქრი მაინც შეგვეძლო გასვლით თამაშზე. რაც შეეხება სახლში სლოვაკეთთან მატჩს, თუ სრული ბირთვი ვიქნებით, ღვთის წყალობით დიდი შანსი გვექნება, რომ მოვუგოთ ამ ნაკრებს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. აღსანიშნავია, რომ თამაშში ჩართვა, რამდენიმე დებიუტანტ ახალგაზრდა ფეხბურთელსაც მოუწია და ვთვლი, ძალიან დიდ გამოცდილება მიიღეს და მიმავალშიც, ასეთი თამაშებიდან მიიღებენ. ეს მათ, გაზრდაში და განვითარებაში დაეხმარება. ვულოცავ მათ დებიუტს ეროვნულ ნაკრებში წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს თამარ ტატუაშვილი, ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი.
საქართველოს ნაკრებში დღეს, დებიუტი ორ ფეხბურთელს ჰქონდა. სლოვაკური ქალაქ პოპრადის „ნაროდნე ტრენინგოვე ცენტრუმი"-ში დღეს საქრათველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩები გამართეს ნათია წოწერიამ და სალომი დიმოპულომ.
„მე ვთქვი, რომ ამ გუნდს ბრძოლის უნარინ გუნდად ჩამოვაყალიბებდი და ავასრულებ კიდეც. უბრალოდ, დრო გვჭირდება. ვიცი, გულშემატკივარი მეტს მოელის, მაგრამ უნდა გაგვიგონ, ჩვენ ხომ ახლა ვდგამთ პირვლ ნაბიჯებს და ძნელია, ისეთ გუნდებთან გამკლავება, რომლებიც უკვე უმაღლეს საფეხურზე არიან", - ამბობს ქართველთა მთავარი მწვრთნელი.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეხვედრა 2-0 წააგო და ჯგუფში ერთადერთი გუნდია, ჯერჯერობით, რომელსაც გოლი არ აქვს გატანილი. მომდევნო შეხვედრას კი, ჩვენი ნაკრები, 30 ნოემბერს, დუბლინში, ირლანდიის ქალთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დღეს გაიმართა ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა. ჰელსინკიში, ფინეთის ქალთა ეროვნული ნაკრები, ირლანდიასთან 1-2 დამარცხდა.
ფოტო: @futbalsfz.sk





ჩვენ








