
წყალბურთის კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან" 20-9 დამარცხდა. ბუნებრივია, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ამ წყვილში, ფავორიტად, ბერძენთა გუნდი ითვლებოდა, რომლის შემადგენლობაშიც, ფილიპ ფილიპოვი, ანდრო ბუსლე და მარკო ბიიაჩიც ირიცხებიან. თუმცა, „ოლიმპიაკოსი", არათუ დღევანდელი შეხვედრის, არამედ მთლიანად ამ ჯგუფის ფავორიტადაც არის მიჩნეული. ჯგუფის, რომელშიც, „ოლიმპიაკოსთან" და „დინამოსთან" ერთად, უნგრული „ფერენცვაროში", ესპანური „ბარსელონეტა" და ორი სერბული კლუბი, „ნოვი ბელგრადი" და „რადნიჩკი კრაგუიევაჩი", ხორვატული „იადრან სპლიტი" და იტალიური „ბრეშა" ასპაერეზობენ. სპეციალისტები, სწორედ, ამ ჯგუფს თვიანა უკანასკნელ წლებში, ყველაზე რთულ ჯგუფად.
ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული თავიდანვე ეცადა თამაშში უპირატესობის მოპოვებას და ეს მათ გამოივიდათ კიდეც, მასპინძლებმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნეს და კიდევ 25 წამში, უკვე 2-0 იგებდნენ. დაცვაში, დინამოელთა კარგი თამაშის მიუხედავად, ბერძნები მაინც ახერხებდნენ ანგარიშის გახსნას. დეიან სტანოეევიჩის გუნდმა, ერთი გოლის გაქვითვა პერიოდის მიწურულს მოახერხა, მიმდინარე გათამაშებაში, სეზონის სადებიუტო გოლი, მარკო ელაჩამ გაიტანა. შეხვედრის ეს მონაკვეთი კი, მასპინძელთა სასარგებლოდ, 5-2 დასრულდა. საერთო ჯამში ელაჩამ ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი, 3 გოლი გაიტანა, მთლიანობაში, „დინამომ" - 9. ელაჩასა გარდა, ორი-ორი გოლი დუშან ვასიჩმა და სანრო ადეიშვილმა, თითო კი, ანდრია ბითაძემ და იოვან სარიჩმა გაიტანეს.
რაც შეეხება თამაშს, ის არც მომდევნო მეოთხედებში შეცვლილა ხასიათით. „დინამო" თავს კარგად იცავდა, თუმცა, შეტევაში თამაშისას, ცოტა ბევრ უზუსტობას უშვევდა. ჩვენი გუნდის, თითქოს უმნიშვნელო შეცდომებს კი, კარგად იყენებდა „ოლიმპიაკოსი" და ანგარიშს პერიოდების მიხედვით ზრდიდა, 4-2, 4-3. თუმცა, ბოლო მეოთხედში, მასპიძლებს ძალები მოემატათ და ეს მონაკვეთი 5-ბურთიანი სხვაობით, 7-2 მოგვიგეს.
„დინამოს" მოთამაშეებმა ვერაფერი მოუხერხეს, ბერძენთა მე-5 ნომერს, იოანისს ფუნტულისს, რომელმაც 8 შესაძლებლობიდან, 8 გოლი გაგვიტანა. სხვათა შორის, „ოლიმპიაკოსიდა", „დინამოს" კარზე ანგარიში 8 წყალბურთელმა 100%-იანი შედეგით მიიტანა. ჩვენგან კი, კარს მხოლოდ 5 უტევდა
.
დღეს, A ჯგუფი კიდევ 3 შეხვედრა გაიმართა:
„ბარსელონეტა" - „იადრანი" 11-6
„ნოვი ბელგრად" - „რადნიჩკი" 16-10
„ბრეშა" - „ფერენცვაროში" 8-8
მდგომარეობა ჯგუფში
რაც შეეხება „დინამოს", ის, მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, ხორვატიაში, „იადრანის წინააღმდეგ გამართავს. თბილისში კი, ქართული კლუბი, პირველ საშინაო მატჩს 19 ნოემბერს, „ბარსელონეტას" წინააღმდეგ ითამაშებს.
უახლოესი თამაშების კალენდარი:
9 ნოემბერი
„ბრეშა" - „ბარსელონეტა"
„ნოვი ბელგრადი" - „ოლიმპიაკოსი"
„იადრანი" - „დინამო"
„რადნიჩკი" - „ფერენცვაროში"
19 ნოემბერი
„ფერენცვაროში" - „ოლიმპიაკოსი"
„დინამო" - „ბარსელონეტა"
„რადნიჩკი" - „ბრეშა"
„იადრანი„ - „ნოვი ბელგრადი"
30 ნოემბერი
„ოლიმპიაკოსი" - „ბარსელონეტა"
„დინამო" - „ბრეშა"
„ფერენცვაროში" - „ნოვი ბელგრადი"
„იადრანი" - „რადნიჩკი"
სრული კალენდარი
„დინამო თბილისის" არქივის ფოტო





ჩვენ








