
წინა ტურში, თბილისის „დინამოსთან" ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ, სუპერლიგის მე-3 ტურში, „ბათუმმა" სრული რეაბილიტაცია მოახერხა „რუსთავთან" მატჩში. აჭარული გუნდი, დღევანდელ მატჩში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. „რუსთავმა" პერიოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასპინძლებს თამაში, ცოტა მეორე და მესამე პერიოდებში „დაუქაჩა" თუმცა, ამისად მიუხედავად, ყველა მეოთხედი დათმო 19-12, 24-24, 22-18, 30-23.
როგორც ჩანს, რუსთაველები, სუპერთასის მარცხით გამოწვეული იმედგაცრუებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდიან და სუპერლიგი სტარტზე, მორიგ შეხვედრას აგებენ, ამჯერად, ანგარიშით 96-77. „ბათუმმა" სუპერლიგის 2021-2022 წლების გათამაშებაში, პირველი შეხვედრა მოიგეს და საჭირო ქულები ჩაიწერეს.
მასპინძლები მეტოქეს, ფარქვეშაც ჯობდნენ და უკანა ხაზში თამაშშიც. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს, ბათუმელთა ამერიკელმა უკანახაზელმა, აიზეა ტრეილორმა მოახერხა მობილიზება და გუნდს 25 ქულა შესძინა. მორიგი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე ბექა ბექაურმა. აჭარელთაგან წონა ტირის გამორჩეულმა მოთამაშემ, ამჯერად 19 ქულა და 12 მოახსან მოაგროვა და მოხლოდ, ორმაგი დუბლით დაკმაყოფილდა. ბექაურის მსგავსად, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა პოტენციურმა მოთმაშემ, საბა ლობჯანიძე კი, 23 ქულის აღება მოახერხა.
რუსთაველთაგან კი, ამ დღეს, 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო ისმაელ ჰოლისი იყო, 16 ქულა და 7 პასი რიკი პრაისმა მიითვალა.
სუპერლიგის მომდევნო თამაშები 30-31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩატარდება
სატურნირო ცხრილი





ჩვენ








