საქართველოს თასის 1/2 ფინალში ელიგის გუნდები გავიდნენ
საქართველოს თასის 1/2 ფინალში ელიგის გუნდები გავიდნენ
28.10.2021
ავტორი: მამუკა აფციაური

წყალტუბოს „სამგურალი", თბილისის „საბურთალო", ქობულეთის „შუქურა" და ბათუმის „დინამო" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის 1/2 ფინალში არიან. საქართველოს თასის გათამაშების წილისყრა, უახლოეს დღეებში გაიმართება. დღეს კი, გათამაშების მეოთხედფინალუირი მატჩები გაიმართა.

ტურნირის ამ ეტაპზე, შეგახსენებთ, რომ  ეროვნული ლიგის ხუთი,  ეროვნული ლიგა 2-ის ორი და  ერთიც ლიგა 3-ის გუნდი მონაწილეობდა. აქედან, ბუნებრივია რომ ყველაზე დიდ ინტერესს, საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივისა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ბათუმელები, რომლებიც თავის მხრივ, მიმდინარე სეზონში „დუბლის" შესრულებას ლამობენ, „ლოკომიტივი" კი, ქვეყნის თასის მოგების შემთხვეაში, ევროტურნირების საგზურს ავტომატურად აიღებდა, ვინაიდან ელიგაში, გუნდს არც თუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა და ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი კალენდარი აქვს.  ამ მოცემულობის მიუხედავად, „ლოკომოტივმა" მხოლოდ, პირველი ტაიმის ერთ მონაკვეთში მოახერხა „გამოცოცხლევა" და პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც უკვე ანგარიში 1-2 იყო სტუმართა სასარგებლოდ, ეცადა თამაშის შემობრუნებას. თუმცა, აჭარულმა გუნდმა, პირველ ტაიმში გატანილ ორ გოლს, 54-ე წუთზე კიდევ ერთი დაუმატა და „ლოკოს" მთელი ენთუზიაზმი ამით ჩაახშო. რეალურად, თბილისურ კლუბს, მეორე ტაიმში მომენტი არც ჰქონია. ბათუმის „დინამომ" კი, 1-3 საკმაოდ მშვიდად მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


ერთსა და იმავე დროს, 13:30 დაიწყო სამი შეხვედრა სამ ქალაქში. საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული „გაგრა", ტურნირიდან „შუქურამ" გამოთიშა. თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ დაპირისპირებაში, პირველი ტაიმი მშრალად, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, 54-ე წუთზე ანგარიში მასპიძნლებმა გახსნეს. თუმცა, გიორგი შაშიაშვილის შეგირდება, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აქვთ, 72-ე და 83-ე წუთზებზე ორი გოლის გატანა მოახერხეს, 1-2. თავი ჯერ ლევან ინგოროყვამ გამოიჩინა, შემდეგ კი, ჟუნინიო კაბრალიმ „შუქურას" 1/2 ფინალის საგზური მოუტანა.


საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე დაამარცხა თბილისის „საბურთალომ" ადგილობრივი „გარეჯი". ამ დაპირისპირებაში, ანგარიში სტუმრებმა ლევან ნონიკაშილის დარტყმით, მე-20 წუთზე გახსნეს. თუმცა, „გარეჯმა" 10 წუთში თამაშში „დაბრუნება" მოახერხა, ფრანსისკო ბრავოს გოლის შემდეგ. მეორე ტაიმში, გუნდებმა მხოლოდ ყვითელი ბარათები გაცვალეს და შეხვედრაც, დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც, 89-ე წუთზე, იური ტაბატაძემ თბილისელებს, საქრათველოს თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის საგზური მოუპოვა. „საბურთალომ" 1-2 გაიმარჯვა.


ყველაზე დატვირთული ემოციურად კი, გორში გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც „გორი", წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირდა. „ქართლის" სტადიონზე, ამ დღეს, 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენეს. ფეხბურთელი, ჯერ „სამგურალს" გაუძევეს, პაპუნა ფინიავა, ხოლო შემდეგ, მასპიძნლებს - ბექა მუმლაძე. ე.ს. სათასო მწვრთნელის, სოსო ფრუიძის გუნდმა, ანგარიშ მე-19 წუთზე გახსნა და მთელი მეორე ტაიმი, კაცნაკლულმა ითამაშა. 68-ე წუთზე, ანგარიში, ნოდარ ბარამიძის გოლის შემდეგ გათანაბრდა, თამაშზე კი, დამატებითი დრო დაინიშნა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ფეხბურთელი მასპინძლებს გაუძევეს. სათასო შეხვერებში გამოცდილმა სოსო ფრუიძემ კი, მოახერხა გუნდის „მოქოქვა" და თამაშის გამარჯვებით დასრულება. მიმდორზე, მოთამაშეების თანაბარი რაოდენობით დარჩენის შემდეგ, 5 წუთში,  „სამგურალმა" ნახევაფინალის საპირწონე გოლი, 101 წუთზე გაიტანა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. „სამგურალმა" 1-2, დამატებით დროში მოიგო.



სფფ-ს ფოტო