ელიტ-რაუნდში, მეორე ადგილით
ელიტ-რაუნდში, მეორე ადგილით
28.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, უნგრეთში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი, მეორე ადგილით დაასრულა, რამაც ჩვენს ფეხბურთელებს, გათამაშების მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მისაცა.


საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა, ერთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა, 4 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც ტურნირის მასპინძელმა უნგრეთის გუნდმა, თუმცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე, უნგრელებთან კი ჩვენებს მოგებული ჰქონდათ, ადგილების გადანაწილებისას უპირატესობა მოგვცა.


22 ოქტომბერი  საქართველო - ისლანდია 1-1

უცნაურად დაიწყო ტურნირის სასტარტო შეხვედრა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 32-ე წუთზე, 11-მეტრიანი გააფუჭა. პენალტი გიორგი ტაბატაძემ ვერ გამოიყენა, თუმცა ათიოდე წუთში თენგო ალიბეგაშვილმა ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში, 1-0. „დინამო თბილისის აკადემიის" აღსაზრდელს, საგოლე გადაცემა, აკადემიიდან თანაგუნდელმა, ლუკა პარკაძემ გაუკეთა. მატჩის ბოლოსკენ, 81-ე წუთზე, დანიელ გუდიონსენმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა.


25 ოქტომბერი  უნგრეთი - საქართველო 0-1

ემოციურად დაძაბული შეხვედრა, 8 დამატებული წუთით, რომელშიც ქართველმა 17-წლამდე ფეხბურთელებმა, მასპინძელი, უნგრეთის ნაკრების დამარცხება მინიმალური ანგარიშით მოახერხს.  შეხვედრას თურქი არბიტრი, აბდულქადირ ბითიგენი სჯიდა, რომელსაც ბარათების ჩვენება უყვარს და შესაბამისად, ამ დღეს, 6 ბარათი უჩვენა, აქედან 4 ქართველ ფეხბურთელებს. სხვათა შორის, ეს არბიტრი, 2020 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების თამაშზე, VAR-ის ოთახში იჯდა. ჯგუფის სასტარტო შეხვედრა, უნგრელებს მოგებული ჰქონდათ და ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ვადაზე ადრე, ელიტ-რაუნდის საგზურს გაინაღდებნენ. თუმცა, დანებებას არც ჩვენები აპირებდნენ. 85-ე წუთზე ლუკა პარკაძესთან, მასპინძლები დაჯარიმდნენ და დინამოსაკადემიელმაც სტანდარტული უნგრელთა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი, ალექსანდრე ნარიმანიძემ ყველას დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.


28 ოქტომბერი  ესტონეთი - საქართველო 1-0

ჯგუფის ორივე მატჩი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. უნგრეთმა, ისლანდიას ვერ მოუგო, ჩვენ კი, ესტონეთთან დავმარცხდით. გამომდინარე იქიდან, რომ მატჩის ვიდეო-რეპორტაჟი არ იყო და ოქმისა და უეფა-ს სტენოგრაფიული ჩანაწერით ვიმსჯელებთ ვიმსჯელებთ, შეხვედრა საკმაოდ უხეშად წარიმართა. შეხვედრის ბელარუსმა მსაჯმა 8 ყვითელი ბარათი აჩვენა. თამაშის მიწურულს კი, ჩვენი გუნდიდან, შეცვლაზე შემოსული გივი ხაჩიძე გააძევა (ორი ყვითელი). იმავე, ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს ნაკრები, ფლობდა სათამაშო უპირატესობას და კარის ჩარჩოს მიმართულებითაც უფრო მეტი დარტყმა ჰქონდა 5/9 თუმცა, გოლი, შეხვედრის საწყის მონაკვეთში, ჩვენს კარში გავიდა. 33-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციის შემდეგ, ბურთი, ჩვენი ნაკრების კარში,  დიმიტრი ეპიჰინმა გადაგზავნა.

 



უეფა-ს 2021-22 წლების 17-წლამდეთა ჩემპიონატი, ისრაელში, 2022 წლის 16 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება. მასზე მოსახვედრად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ახლა ელიტ-რაუნდის ბარიერის დაძლევა მოუწევს. გიორგი ჩიტაურის გუნდი, ისრაელის საგზურს იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუკი, 2022 წლის მარტში გასამართ ელიტ-რაუნდში, ჯგუფს მოიგებს, ან, 8 ჯგუფიდან, 7 საუკეთესო მეორე ადგილოსან გუნდებს შორის იქნება. ისიც, თუ ჯგუფის გამარჯვებულთან თამაშში, სხვა მეორეადგილოსნებთან შედარებით უკეთესი ექნება. ამოცანა არც თუ მარტივია, თუმცა, მარტამდე ჩვენს ასაკობრივ გუნდს, კიდევ აქვს მეტად შეთამაშების დრო.


ელიტ რაუნდში კი, საკვალიფიკაციო 13 ტურნირის გამარჯვებულები, მეორე ადგილოსნები და ოთხ საუკეთესო მესამეადგილზე გასული გუნდი (რომელსაც ჯგუფის პირველ-ორ ადგილზე გასულ გუნდებთან აქვს უკეთესი ბალანსი), ასევე განთესილი ნიდერლანდებისა და ესპანეთის 17-წლამდე გუნდები მარტში 8 ჯგუფად დაწყვილდებიან.  



სფფ-ს ფოტო