
ქობულეთის „შუქურა" წყალტუბოს „სამგურალს, თბილისის „საბურთალო" კი, ბათუმის „დინამოს" დაუწყვილდა. თამაშები, 24 ნოემბერს, ფოთსა და თბილისში გაიმართება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების 1/2 ფინალური მატჩების წილისყრა კი, დღეს, ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
გუშინ, თასის 1/4 ფინალური შეხვედრების შემდეგ, რომელიც ტრადიციულად 1 მატჩიანია (გამარჯვებული ერთი შეხვედრის შემდეგ ვლინდება), ფინალამდე ტურნირზე ოთხივე გუნდი ეროვნილი ლიგის წარმომადგენელია. აქედან, შეგახსენებთ, რომ ერთი - ბათუმის „დინამო" ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის, მისი მეტოქე „საბურთალო"- ეროვნულ ლიგაზე მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად, წყალტუბოს „სამგურალი" ლიგაში ადგილის დასაკმვიდრებლად, ქობულეთის „შუქურა" კი, ფლეი-აუთის ზონიდან თავის დასაღწევად. შესაბამისად, აღნიშნული დაპირისპირებები, თუნდაც, ამ კუთხითაც ფრიად საინტერესო იქნება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2020 წლის სეზონის ფინალისტის „სამგურალის" მწვრთნელი, ახლა სოსო ფრუიძეა, რომელსაც სათასო დაპირისპირებების კარგი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე, „სამგურალს" 1/2 ფინაში გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის მოგების შანსებიც უკეთესი ექნება. მითუმეტეს, რომ ფინალური შეხვერდა, წყალტობოდან ახლოს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ნომიმალური მასპინძელი კი, სწორედ, „შუქურასა" და „სამგურალის" წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება.
24 ნოემბერი / ნახევარფინალური შეხვედრები:
„შუქურა" - „სამგურალი"
„საბურთალო" - „დინამო" ბთ





ჩვენ








