ორი მეოთხე ადგილი ნურსულთანში გამართულ ტურნირზე
ორი მეოთხე ადგილი ნურსულთანში გამართულ ტურნირზე
30.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ნურ-სულთანში, დენის  ტენის  სახელობის ჩელენჯერის  სერიის  საერთაშორისო  ტურნირი დასრულდა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში 28 ოქტომბრიდან ტარდებოდა და რომელშიც ქართველმა მოციგურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ, ყინულზე კვლავ გამოვიდა, ნიკა ეგაძე, რომელმაც 7 ქვეყნის 12 წარმომადგენელს შორის, 223 ,65 ქულით  მე- 4  ადგილი დაიკავა. ეგაძემ, რომელმაც საკმაოდ რთული მოკლე და თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა (შეასრულა 4 ოთხმაგი ნახტომი), საპრიზო ადგილები რუს სპორტმენებს დაუთმო: 2020  წლის რუსეთის  ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ მარკ  კანდრატიუკს, იუნიორთა  შორის  მსოფლიო  ჩემპიონს ანდრეი  მოზალევსა  და  ამავე  ჩემპიონატის  ბრინჯაოს მედლის მფლობელ პეტრ გუმენიკს, რაც ახალგაზრდა ქართველო მოციგურავისთვის, არც თუ, ურიგო შედეგია.




მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები გადაუშვა წინ, ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია  მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა, რომლებმად ასპარეზობა 175,42  ქულით მეოთხე  ადგილით  დაასრულა.


საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც პირველად 2019 წელს ჩატარდა და 2018 წელს, ტრაგიკულად დაღუპული ყაზახი მოციგურავის, 2014  წლის  სოჭის  ოლიმპიური თამაშების  ბრინჯაოს მედლის მფლობელის დენის ტენის სახელს ატარებს, მამაკაცთა გამარჯვებული, მორის ყვითელაშვილი იყო.