ტურის დასრულებამდე სუპერლიგას „ოლიმპი“ და „მეგა“ ლიდერობენ
ტურის დასრულებამდე სუპერლიგას „ოლიმპი“ და „მეგა“ ლიდერობენ
30.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს გამართული სუპერლიგის 2 შეხვერდის შემდეგ, სატურნირო ცხრილს „მეგა" და „ოლიმპი" უდგანან სათავეში. გათამაშების მესამე ტურში, ორივე გუნდმა მოგება მოახერხა.

ბათუმში, წინა ტურში ჩატარებული ემოციურად დამღლელი თამაშის შემდეგ, „დინამომ" ამ ტურში, როგორც ჩანს ვეღარ გაუძლო თამაშის დაძაბულ რიტმს და „მეგასთან", შეხვედრის დასრულებამდე 30-40 წამით ადრე ფარ-ხმალი დაჰყარა. ჟოლივეტ ტუჯანის „დინამოსთან", რომელსაც „ბათუმთან" მატჩში 2 დებიიუტანტი ლეგიონერი რაჰსან უილიამსი და ბენჟამინ ქოლეჯი დაემატნენ, როგორც ჩანს ჯერ, გუნდთან, ბოლომდე ვერ შეთამაშდნენ. წინა შეხვერდისგან განსხვავებით, თბილისელთა ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ლეგიონერებმა, „მეგასთან" შეხვედრაში, 11 და 10 ქულა დააგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე ორივემ 30 წუთზე მეტი გაატარა. ალბათ საინტერესოა, რომ დინამოელთა ლეგიონერება, მეორე მეოთხედში და ისიც, მხოლოდ უილიამსმა მოახერხა 4-დან 3-ჯერ გამოეყენებინა ზუსტად საჯარიმო სროლა. თუმცა, იმედს, ვიტოვებთ, რომ ეს დინამოელთა ლეგონერების სასტარტო-სადებიუტო ხარვეზია და მომდევნო შეხვედრებშიც, ისინი მათ გამოასწორებენ. ამასობაში კი, დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი, 19 ქულით, 19 წლის ფორვარდი ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო.


შეხვედრაში, რომელშიც ანგარიში  7-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი 5-ჯერ შეიცვალა. ერთ მონაკვეთში „დინამო" 9 ქულითაც იყო წინ და პირველი მეოთხედიც, 20-24 მოიგო, თუმცა, ამის შემდეგ, „მეგამ" მატჩი გაათანაბრდა და სამივე დარჩენილი პერიოდის მოგება მოახერხა, 19-15, 17-15, 25-22. როგორც ხედავთ, შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 39-39 დასრულდა, მესამე მეოთხედის შემდეგ, კი „მეგა", 2 ქულით დაწინაურდა. „მეგას" რიგებში სტაბილურობით გამოირჩევა ამერიკელი ფორვარდი დემონტე ფლანიგანი, რომელმაც პირველ ორ შეხვედრაში დაგროვებულ (18+26) ქულებს, დღეს კიდევ 24 დაუმატა. 26 წლის ამერიკელმა ორმაგი დუბლიც შეასრულა, რამეთუ 13 მოხსნა მიითვალა. მისი ეფექტურობა, ორივი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, 28%. შეხვედრის ბედი კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მატჩის ძირთადი დროის დასრულებამდე 40-45 წამით ადრე გადაწყდა. ჯიმონ ჰენსონმა, რომელმაც დღეს 22 ქულა დააგროვა, ჯერ შეტევის ბოლო წამზე ჩააგდო სამქულიანი და ანგარიში 75-71 გახდა, „მეგას" სასარგებლოდ. შემდეგ კი, ისარგებლა ახალგაზრდა დინამოელთა შეცდომით  და ლეი-აფით, კიდევ 2 ქულა მოუტანა თავის გუნდს,  77-71. დარჩენილ წამებში ორივე გუნდმა 4-4 ქულა აიღო, თუმცა, ამ ჯერზე, „დინამომ" თამაშის ოვერ-ტაიმში გადაყვანა ვეღარ მოახერხა და 81-76 წააგო.


***



ვერა და ვერ აეწყო მიმდინარე სეზონში არჩილ ჟღენტის „კაკტუსი". მისი გუნდი, სამწუხაროდ, 3 საასპარეზო ტურის შემდეგ, გამოკვეთილი „აუტსაიდერია". დავით როგავას „ოლიმპი" კი, მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის ახლადდაწყებულ გათამაშებაში სამიდან 1 შეხვედრა წააგო, თავს, უფრო დამაჯერებლად გრძნობს. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერს, გამოცდილ ილია ლონდარიძეს კი, დღეს, სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. თამაშის შემდეგ, „ლონდარას" ანგარიშზე, 17 ქულა, 14 მოხსნა და 6 გადაცემა იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში, ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, ანგარიში კი, 8-ჯერ გათანაბრდა, „კაკტუსმა" მხოლოდ, ერთი, მეორე მეოთხედის მოგება მოახერხა 17-11 და გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მხოლოდ 2 ქულით, 14-16 ჰქონდა წაგებული, დიდ შესვენებაზეც 4 ქულის უპირატესობით გავიდა, 31-27.


შესვენების შემდეგ, როგავას გუნდი, საომრად მომართული გამოვიდა. მესამე მეოთხედის დაწყებიდან, 2:57 წუთზე „ოლიმპმა" ლუკა ლიკლიკაძის 3-ქულიანით ანგარიში გაათანაბრა, 35-35, შემდეგ კი, ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდა და მეოთხედი, 13-26 მოიგო. „ოლიმპმა" უპირატესობა, აღარც დასკვნით მეოთხედში გაუშვა და 12-18, შეხვედრა კი, 15 ქულის უპირატესობით, 56-71 მოიგო.



სატურნირო ცხრილი


ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კვლავ ორი შეხვედრა გაიმართება:

13:00 თსუ - „ვერა

16:00 „ცხუმ-აფხაზეთი" -„ტიტები"


1 ნოემბერს კი, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, „რუსთვისა" და „ქუთაისის" დაპირისპირებით, სუპერლიგის მე-3 ტური დასრულდება. შეხვედრა, 16:00 დაიწყება.



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები