წარმატებული მეორე საასპარეზო დღე!
წარმატებული მეორე საასპარეზო დღე!
31.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვანკუვერში მიმდინარე ტრადიციულ და პრესტიჟულ ტურნირზე, კანადის გრან-სლემზე დღეს საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად ფიგურულ ციგურაობაში სპორტსმენთა მეორე დისციპლინის ასპარეზობა უსწრება. მოკლე პროგრამაში, წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ამ დღეს, პირველი სწორედ, მოკლე პროგრამაში, ბოლო ადგილზე გასულს უნდა დაეწყო. ის კი, ჩვენი თანამემამულე მორის ყვითელაშვილი იყო. თავიდანვე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ თავისუფალ პროგრამაში, მორისმა საბრძოლო ხასიათი გამოიჩინა და ალბათ, რომ არა წარუმატებელი გამოსვლა ასპარეზობის პირველ დღეს, ის აუცილებლად საპრიზო სამეულში იქნებოდა.

ტურნირზე მოასპარეზე, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერებთან პაექრობაში, მორისმა თავისუფალი პროგრამა წარმატებით შეასრულა. მისი პროგრამის ტექნიკური მაჩვენებელი 85.49, ხოლო პროგრამის შესრულების კომპონენტები 75.78 შეადგენდა, რამაც საბოლოოდ 161.27 ქულა შეადგინა. პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, 12 სპორსტმენს შორის ამ დისციპლინაში, პირველი გამომსვლელი სწორედ მორისი იყო და საგულისხმოა, რომ ქართველის შედეგი დიდი ხნის მანძილზე უცვლელი იყო. თავისუფალ პროგრამაში საბოლოოდ მას, მხოლოდ სამმა სპორტსმენმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ნეითან ჩენიმ (1), რუსმა ევგენი სიმონენკომ (18) და კიდევ ერთმა ამერიკელმა, ჯეისონ ბრაუნმა (7) გადაუსწრეს. შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში, მორის ყვითელაშვილმა მე-4 შედეგი აჩვენა. თუცმა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენიანი ორი სახეობის ჯამში, ოდნავ უფრო მაღალ საფეხურზე მოხვედრიყოლიყო და მან, 232.87 ქულით, ამ ჯერზე, მხოლოდ მე-6 პოზიცია დაიკავა.


იხილეთ მორის ყვითელაშვილის ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში


თავისუფალი პროგრამის შედეგები:


  Pl.  

Name

Nation

TSS
=

TES
+

PCS
+

SS

TR

PE

CO

IN

Ded.
-

StN.

1

Nathan CHEN

USA

200.46

107.68

92.78

9.43

8.96

9.43

9.32

9.25

0.00

#12

2

Evgeni SEMENENKO

RUS

168.30

90.00

78.30

7.93

7.54

7.82

7.93

7.93

0.00

#8

3

Jason BROWN

USA

165.55

76.75

89.80

9.00

9.00

8.79

9.18

8.93

1.00

#11

4

Morisi KVITELASHVILI

GEO

161.27

85.49

75.78

7.61

7.32

7.61

7.64

7.71

0.00

#1

5

Makar IGNATOV

RUS

154.38

79.22

76.16

7.75

7.43

7.57

7.79

7.54

1.00

#9

6

Conrad ORZEL

CAN

149.56

79.46

71.10

7.29

6.79

7.18

7.18

7.11

1.00

#4

7

Tomoki HIWATASHI

USA

148.85

73.85

75.00

7.50

7.39

7.39

7.68

7.54

0.00

#2

8

Sota YAMAMOTO

JPN

146.96

72.26

75.70

7.71

7.25

7.61

7.57

7.71

1.00

#6

9

Alexander SAMARIN

RUS

145.65

70.79

75.86

7.79

7.32

7.39

7.68

7.75

1.00

#5

10

Keegan MESSING

CAN

145.06

65.28

81.78

8.43

8.14

7.89

8.25

8.18

2.00

#10

11

Roman SADOVSKY

CAN

144.79

67.15

78.64

8.00

7.71

7.54

8.14

7.93

1.00

#3

12

Keiji TANAKA

JPN

143.37

64.95

79.42

8.04

7.71

7.71

8.11

8.14

1.00

#7


  კანადის გრან-პრის საერთო შედეგები:


FPl.

Name

Nation

Points

SP

FS

1

Nathan CHEN

USA

307.18

1

1

2

Jason BROWN

USA

259.55

2

3

3

Evgeni SEMENENKO

RUS

256.01

5

2

4

Makar IGNATOV

RUS

244.17

4

5

5

Keegan MESSING

CAN

238.34

3

10

6

Morisi KVITELASHVILI

GEO

232.87

12

4

7

Sota YAMAMOTO

JPN

225.74

7

8

8

Alexander SAMARIN

RUS

224.20

8

9

9

Conrad ORZEL

CAN

222.75

9

6

10

Keiji TANAKA

JPN

222.20

6

12

11

Tomoki HIWATASHI

USA

221.77

11

7

12

Roman SADOVSKY

CAN

217.73

10

11


შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილი საქართველოს სახელოთ მოასპარეზე სხვა მოციგურავეებთან ერთად, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგრძელებს მზადებას. ქართველი, გრან პრის ბოლო, მე-6 ეტაპზეც იასპარეზებს, რომელიც სოჭშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე, ყვითელაშვილის გარდა, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მოცეკვავე  წყვილიც გამოვა.


ასევე იხილეთ: ყვითელაშვილმა ვანკუვერის ტურნიზე წარუმატებლად დაიწყო